ამჯერად თქვენთვის ცუდი ამბავი გვაქვს. ალბათ, გახსოვთ Apollo 11-ის ასტრონავტების მიერ მოპოვებულ მთვარის ნიადაგში მცენარეების გაზრდა რომ დაიწყეს, მაგრამ მაშინაც კი, მათი განვითარება საეჭვო იყო… ხოლო ახლა იმასაც გვეუბნებიან, რომ ისინი გამოუსადეგარიც შეიძლება იყოს.
„მთვარის ნიადაგში გაზრდილი მცენარეები უფრო პატარა იყო და მეწამულ პიგმენტებს შეიცავდა, რაც სტრესის მანიშნებელია“, — აცხადებს რობ ფერლი, მეცნიერი.
ექსპერიმენტში გამოყენებული მცენარეები, ანუ ყვავილის მქონე Arabidopsis სარეველა, რომელიც ევროპასა და აზიაში ფართოდ გვხვდება და რომელსაც მეცნიერები იმიტომ იყენებდნენ, რომ მისი გენომის მთლიანი რუკა შედგენილი იყო, თავიდან დედამიწისა და მთვარის ნიადაგს შორის განსხვავებას ნამდვილად არ გრძნობდა. თუმცა მიღებული შედეგებით ეს აშკარა გახდა.
„მთვარეზე არსებული პირობების გათვალისწინებით, უბრალოდ არ შეიძლება თესლი ზედაპირზე დააგდოთ და გაზრდა სთხოვოთ“, — ამბობს ფერლი.
თუმცა მაინც უნდა აღვნიშნოთ, რომ მცენარეების გაზრდა მთვარის ნიადაგში უკვე საკმაოდ დიდი წინგადადგმული ნაბიჯია, მაგრამ, როგორც ჩანს, „მთვარის სათბურში“ საკვების მოყვანისგან ჯერ კიდევ შორს ვართ.