in

მეცნიერებმა მთვარის ნიადაგში მცენარე გაზარდეს — ისტორიაში პირველად

NASA-ს ასტრონავტების მიერ მოპოვებულ მთვარის ნიადაგში მეცნიერებმა მცენარე გაზარდეს. მართალია, არ მოელოდნენ, რომ ეს ასეთ მშრალ ნიადაგში შესაძლებელი იქნებოდა, მაგრამ მაინც სურდათ ენახათ, რამდენად მოახერხებდნენ მის გამოყენებას საკვების მისაღებად… საბოლოოდ კი მეცნიერების ისტორიაში ახალი, გამაოგნებელი შედეგი მიიღეს.

M2
M2

პატარა თეთრი ყვავილის მქონე მცენარე, რომელსაც ექსპერიმენტებში ქრომოსომების სიმცირის გამო ხშირად იყენებენ, მეცნიერმა რობერტ ფერლმა და მისმა კოლეგებმა იმ მთვარის ნიადაგში ჩარგეს, რომელიც წლების წინ Apollo 11 მისიის დროს ნილ არმსტრონგმა, ბაზ ოლდრინმა და სხვა მკვლევრებმა ჩამოიტანეს. საინტერესოა ისიც, რომ ეს მცენარე სარეველად ითვლება, ხშირად მას გზის პირებზეც შეამჩნევთ, ახლა კი უკვე მთვარის ნიადაგში აღმოცენდა…

ხოლო ერთ-ერთ უარყოფით ფაქტად ის მიიჩნევა, რომ პირველი კვირის შემდეგ, ხელოვნურად შექმნილ მასალასთან შედარებით, რეალურ ნიადაგში მცენარე უფრო ნელა იზრდებოდა. სწორედ ამიტომ, ყვავილთა უმეტესობამ ზრდა ვერ დაასრულა. კოსმოსურ გამოსხივებას და მზის ქარებს კი კიდევ უფრო ცუდ გავლენა აქვს მათზე…

აქვე იმასაც ამბობენ, რომ მთვარის ნიადაგის კონკრეტული ნიმუში ძველი იყო, რაც მასში მცენარის გაზრდის ნაკლებ შანსს გვაძლევდა. მთვარის ჭუჭყი მიკრომეტეორიტების ზემოქმედების გამო პატარა მინის ნამსხვრევებითაც არის სავსე, რაც, ბუნებრივია, მცენარის გაზრდისთვის ხელსაყრელ პირობებს არ ქმნის. აქ კი გამოსავალი, შესაძლოა, მთვარის უფრო ახალგაზრდა გეოლოგიური ადგილების გამოყენება იყოს. მაგალითად, ისეთის, როგორიც ლავის ნაკადებია. ხელსაყრელი გარემოს შექმნას ხელოვნური განათების რეგულირებითა და საკვები ნივთიერებების დამატებითაც მოახერხებენ. 

უდიდესი ნაბიჯია იმის ცოდნა, რომ მცენარეების გაზრდა შეგვიძლია, შემდეგი რეალური ნაბიჯი კი მთვარეზე წასვლა და მის ზედაპირზე ამის გაკეთება იქნება, — ამბობს სიამონ გილროი, კოსმოსური მცენარეების ბიოლოგი.

საინტერესოა ისიც, რომ აპოლოს ექვსმა ეკიპაჟმა 842 ფუნტი მთვარის ქვა და ნიადაგი ჩამოიტანა, თუმცა NASA-მ მკვლევრებს მათგან მხოლოდ 12 გრამი გადასცა. შედეგად კი, როგორც ხედავთ, ლაბორატორიაში მცენარეების გაზრდა მოახერხეს.

განათლების ხელმისაწვდომობა, ანუ როგორ ვისწავლოთ ისე, რომ ფინანსებმა არ შეგვაფერხოს

ლიბერთის ახალი ინიციატივა რეგიონებში – ,,ბიზნეს დიალოგი“