in

წრიულად მბრუნავი მთვარის სანათი TikTok-ზე ვირუსულად გავრცელდა

3D პრინტერით გამჭვირვალე PLA-სგან არის დაბეჭდილი

თუ ოდესმე გიცდიათ, სმარტფონის კამერით მთვარისთვის ფოტო გადაგეღოთ, გეცოდინებათ, როგორი საშინელია მიღებული შედეგი. ამიტომ, TikTok-ის მომხმარებლებმა აქტიურად დაიწყეს მთვარის სანათების გამოყენება – მცირედი ვიზუალური ხრიკებით შესაძლებელია, ნამდვილი მთვარის ილუზია შეიქმნას.

აუცილებელი არაა, სანათი მხოლოდ ფოტოს გადასაღებად გამოიყენოთ… უბრალოდ, ჩააქრეთ ოთახში შუქები, აანთეთ Gingko Smart Moon Lamp და ისეთი შეგრძნება გექნებათ, თითქოს სუპერმთვარემ პირდაპირ თქვენს ოთახში გადმოინაცვლა. სანათი 3D პრინტერით გამჭვირვალე PLA-სგან არის დაბეჭდილი, რამაც ბუნებრივი თანამგზავრის მახასიათებლების სრული სიზუსტით გადმოცემას შეუწყო ხელი – იქნება ეს კრატერები თუ ზედაპირის ტალღოვანი დეტალები. თანაც, სანათს მეორე კომპონენტი, ძლიერი მაგნიტით სავსე ხის დაფაც აქვს, რათა მთვარემ წრიულად იმოძრაოს.

 

სანათს LED ნათურები აქვს, რომელთა მეშვეობითაც 3 სინათლის ტემპერატურის არჩევა შეგიძლიათ – თბილი თეთრი, თეთრი და სპეციალური თბილი ყვითელი იშვიათი სისხლიანი მთვარის ეფექტის შესაქმნელად.

 

ევროკავშირის და ევროპის საინვესტიციო ბანკის ჯგუფის მხარდაჭერით, ქართული თხილის საწარმო, პანდემიის დროს, კვლავ იფუნქციონირებს

Georgian hazelnut plant operational again amid the pandemic with EU and EIB Group support