in

ახალი AI პროგრამა მუსიკებს მომხმარებლის მოთხოვნის მიხედვით ქმნის

ამბავი, რომელსაც ამ სტატიაში წაიკითხავთ, მუსიკოსებს ნამდვილად არ გაუხარდებათ — ხელოვნური ინტელექტის მქონე მუსიკის გენერატორები უკვე აქ არის და, როგორც ჩანს, კონტენტის შექმნის ისტორიაში კუთვნილ ადგილსაც დაიმკვიდრებს.

„სტრიმერებით დაწყებული, კინორეჟისორებითა და აპლიკაციების დეველოპერებით დასრულებული, ყველას გავუადვილეთ საქმე. ისინი შეძლებენ, მაღალი დონის, ხარისხიანი მუსიკა სრულიად უფასოდ შექმნან და შესაბამის კონტენს მოარგონ“, — ირწმუნებიან Mubert AI-ის, მუსიკების შემქმნელი აპლიკაციის შემქმნელები.

რა თქმა უნდა, კომპიუტერული მუსიკა საკმაოდ დიდი ხანია არსებობს და ხელოვნური ინტელექტის სხვადასხვა ფორმას იყენებს უჩვეულო, განსხვავებული შედეგების მისაღებად. თუმცა მუსიკალური გენერატორების ეს ახალი თაობა, რომელსაც სათავეში Mubert AI უდგას, ისევე როგორც Google Audio LM, სხვა ეტაპის მომასწავებელია. ისინი ნაკლებად ჰგავს მუსიკის შექმნის პროცესში გამოყენებულ შემოქმედებით ინტეგრაციას — ამის ნაცვლად, თავად მუსიკოსების ჩანაცვლებას ჰგავს, რაც მთლიანად გამორიცხავს ადამიანის შრომის ან ჰონორარების გადახდის აუცილებლობას.

Mubert AI-ის მიხედვით, მისი ხელოვნური ინტელექტი გაწვრთნილი იყო „4000-ზე მეტი მუსიკოსის მიერ შექმნილი მილიონზე მეტი მუსიკის ნიმუშზე. ტრეკის შესაქმნელად, მომხმარებელი ირჩევს ჟანრისა და განწყობის მახასიათებლების ერთობლიობას და წარმოიქმნება მიმზიდველი მელოდია Reel-ის ან TikTok-ისთვის.

თუ რაიმე ნუგეშია, Mubert AI-ს არგუმენტი მისი არსებობის შესახებ, ემყარება იმ ფაქტს, რომ რეალური მუსიკოსები და პროდიუსერები მისი პროცესის ნაწილი არიან, რომლებსაც შეუძლიათ გარკვეული ფული გამოიმუშაონ ნებისმიერი ნიმუშისგან, რომელსაც პლატფორმისთვის შექმნიან.

და რა მივიღეთ საბოლოოდ? ეს არის კონტენტზე ორიენტირებული სამყარო, სადაც სინთეზური კონტენტის შექმნა ბევრ კრეატორს უადვილებს დროის დაზოგვას. მაგრამ როდესაც AI-ს ახალ რეალობაში გადავყავართ, ყოველთვის ღირს კითხვა, თუ რა იკარგება ამ პროცესში.

„მოიტანეს“ საშუალებით, პროდუქტების მარაგს 30 წუთში შეავსებ, თბილისსა და მის შემოგარენში

ნახეთ: Comedy Wildlife Photo Awards 2022-ის 20 სახალისო ფინალისტი