in

Mubic Table – მაგიდა, რომელიც სხვადასხვა ზომად იშლება

რა არის პირველი ფიქრი მაშინ, როცა სახლის ნივთი ტყდება ან ზიანდება? – ის, რომ ახალი უნდა ვიყიდოთ. მსოფლიოში, რომელშიც დღესდღეობით ერთჯერადი დიზაინები დომინირებენ, მუბის მაგიდას ერთგვარი სიცოცხლე შემოაქვს და სხვადასხვა დიზაინის მაგიდად გარდაიქმნება. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ დიზაინის ტრანსფორმაციული ხასიათი ხაზს უსვამს დიზაინის პირველ წესს – ყურადღებას ამახვილებს მომხმარებლის ინტერესებზე.

მაგიდის მბრუნავი ფეხების მეშვეობით ყავის მაგიდა გარდაიქმნება 2, 4 და 6 ადამიანზე გათვლილ სასადილო მაგიდად. აქვე აღსანიშნავია, რომ მაგიდის დაშლა არაა საჭირო და მისი გარდაქმნა საკმაოდ საინტერესო პროცესია.

”ამ პროდუქტის დიზაინის შექმნამდე ძირფესვიანად გამოვიკვლიე მოდულარული მაგიდები. ბევრი მათგანია, რომელთა ტრანსფორმაცია შესაძლებელია ერთი პოზიციიდან მეორეში, უმეტესობა მაგიდის ნაჭრების დამატებით ან ამოღებით. მაგრამ მე ვერ ვნახე Mubic-ის მსგავსი, რომელსაც აქვს 4 განსხვავებული პოზიცია და მისი გარდაქმნა შესაძლებელია ყოველგვარი დამატებისა და დემონტაჟის გარეშე. მე ასევე დავდიოდი ბაზრობებსა და ღონისძიებების დიზაინზე, რათა მნახველების აზრი მომეკითხა ამ ტიპის პროდუქტის შესახებ, მკაფიო და ზუსტი ხედვისთვის,” – ამბობს მაგიდის დიზაინერი. 

აი, ისიც:

პირველად ისტორიაში სოტბის აუქციონზე ნამუშევარი კრიპტოვალუტაში გაიყიდა

ლევან ქოქიაშვილი

ლევან ქოქიაშვილი – #პირველისამსახური