ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ იკოთში მდებარე მუხრან – ბატონის სასახლეს უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. შესაბამისი ბრძანება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ გამოსცა. აღსანიშნავია, რომ ძეგლი, დღეს, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარეობს.
სასახლე 1840 წელს თავადმა ერისთავმა ააშენა, მე-20 საუკუნის დასაწყისში კი მუხრან – ბატონმა შეისყიდა, რომელიც ერისთავების სიძე იყო. მას შემდეგ, ნაგეგბობა მუხრან – ბატონის სასახლედ მოიხსენიება. 1920-იანი წლებიდან აქ სკოლა ფუნქციონირებდა, ხოლო 21-ე საუკუნის დასაწყისში ბერ ალექსი შუშანიას სახელობის დედათა მონასტერი დაფუძნდა.