Coca-Cola Bottlers Georgia მტკნარ წყალს „მუხრანი ველის“ ბრენდით ჩამოასხამს. ბრენდი შუშის ბოთლებში გაიყიდება და მოპოვებულ მტკნარ წყალს „კოკა-კოლას“ წარმოებაშიც გამოიყენებენ.
„მუხრანის ველის“ რეალიზაცია, ძირითადად, ჰორეკა სექტორში (სასტუმრო, რესტორანი, კაფე) იგეგმება. ბრენდი, როგორც კომპანიაში ამბობენ, ექსპორტზეც გავა.
თემურ ჭყონიამ, ნატახტარში, მიწისქვეშა მტკნარი წყლის მოპოვების 25-წლიანი ლიცენზია 2019 წლის დასაწყისში იყიდა. ლიცენზიის ღირებულებამ 302 500 ლარი შეადგინა. „მუხრანის ველი“ Coca – Cola-ს სადისტრიბუციო ქსელში ჩაეშვება და კავკასიასა და შუა აზიაში გაიყიდება.