in

Mulan-ის სიმღერის ქართული ადაპტაცია, რომელმაც Walt Disney-ს ანიმაციური ფილმების გახმოვანების კონკურსში გაიმარჯვა

Walt Disney-ს ანიმაციური ფილმების გახმოვანებისა და სიმღერების ქართულენოვანი ვერსიების შესაქმნელად გამოცხადებული შერჩევის შედეგები ცნობილია. კონკურსი საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გამოაცხადა. სიმღერის კატეგორიაში, გამარჯვებული „სტუდია ფონოგრაფი“ გახდა, რომელმაც ანიმაციური ფილმისთვის Mulan სიმღერის ქართული ადაპტაცია შექმნა. გახმოვანების კატეგორიის გამარჯვებულად „ბრავო რექორდსი“ დასახელდა. კონკურსის პირობების თანახმად, თანამშრომლობის ფარგლებში, „დისნეის“ მოთხოვნის მიხედვით, უნდა განხორციელებულიყო ყველა დროის საუკეთესო ანიმაციური ფილმების ქართულენოვანი მრავალხმიანი დუბლირება. ამასთან, მსახიობთა ხმები თავად კომპანია „დისნეისთან“ უნდა შეთანხმებულიყო. გამარჯვებულებთან საზოგადოებრივი მაუწყებელი The Walt Disney-ს ანიმაციური ფილმებისა და მათში გამოყენებული სიმღერების ქართულ ენაზე გახმოვანების მიმართულებით ითანამშრომლებს.

ადაპტაციაზე მუშაობდნენ:

„სტუდია ფონოგრაფი“
მაკა აროშიძე – სიმღერის ტექსტი
ნინო წითლაური – ხმის ჩაწერა/მონტაჟი, არტისტების შერჩევა, მუსიკალური კონსულტანტი
პაატა გოძიაშვილი – ხმის ჩაწერა/მონტაჟი, ხმის მიქსი, დიალოგების ტექსტი.
ასრულებდნენ:
ნუკრი კაპანაძე
ირმა სოხაძე
ანა ზამბახიძე
ნათია სვანაძე
მარიკო ებრალიძე
ანა ქურთუბაძე
მარიამ სარდანაშვილი
ნატო სულხანიშვილი
სოფო ტოროშელიძე
ანა დოიაშვილი
მაკა შუკაკიძე
თათა ოქრუაშვილი
ანა ჭუმბურიძე
ნინი გველესიანი
ქრისტინე ჯაფარიძე
ელენე კალანდაძე
ზვიად ბოლქვაძე და აფხაზეთის სახელმწიფო კაპელა

Variable Per Se /თავისთავად ცვალებადი – აქცია-ჰეფენინგი დედიკას გალერეაში გაიმართება!

სირიელი გოგოსა და სისხლიანი ომის დღე – 10 წელი, 2 იუბილარი, ერთი სურვილი