ბრიტანული ბრენდი “Mulberry”-ი სარისკო პროვოკაციაზე წავიდა. მათ ახალ რეკლამაში ახალგაზრდა გოგო საშობაო საჩუქარს “Mulberry”-ის ჩანთას იღებს. ჩანთასთან ერთად მასთან მოგვები და მეცხვარეები მიდიან და ჩანთას “ნამდვილ სასწაულს” უწოდებენ.
სააგენტო “adam&eveDDB”-ს კრეატორები ასეთი პროვოკაციული გზით შეეცადნენ ბრენდის მესიჯის გადმოცემას – მათთვის “ჩანთის მფლობელი ნამდვილი სასწაული მფლობელია”
ჩანთა, რომლის “შობასაც” ბრენდი აღნიშნავს “Bayswater”-ის ხაზიდანაა და £795 ღირს.













