in

Müller Yogurt-მა 90-იანების ოპტიკური ილუზია სარეკლამო კამპანიად აქცია

BOG
BOG

Müller Yogurt & Desserts, კრეატიულ სააგენტო VCCP London-თან თანამშრომლობით, ტრიუმფალურად უბრუნდება 90-იანი წლების ტრენდს — „მესამე თვალის“ ხელოვნებას. ეს ოპტიკური ილუზია ყველას ერთნაირად უქმნიდა ინტრიგის განცდას; სურდათ, რთულ კომპოზიციაში კონკრეტული გამოსახულება ეპოვათ.

ამ ნოსტალგიურ გადაწყვეტილებას კი ასევე თავისი ძველი პროდუქტის პოპულარიზაციისთვის მიმართავს, რაც სიმბოლურ თანხვედრაშია მარკეტინგულ გადაწყვეტასთან. თანაც აღსანიშნავია, რომ რეტრო არომატის გაყიდვაში დაბრუნება იმდენად უნდოდა ხალხს, ამისათვის პეტიციებსაც კი ქმნიდნენ წლების განმავლობაში, ბრენდს პირადადაც წერდნენ და ამის შესახებ გადაცემებშიც საუბრობდნენ.

ბრენდი აქტიურად თანამშრომლობდა სააგენტო VCCP-თან, რათა „ჯადოსნური თვალის ილუზიის“ შუაგულში Mississippi Mud Pie-ის არომატი მოექცია. ქუჩებში გაკრული მასშტაბური ბანერები მომხმარებელთა ყურადღების მისაქცევად ერთ-ერთ საუკეთესო გზას წარმოადგენს — თანაც, თითქოს დროში მოგზაურობენ, წარსულის ტრენდს უბრუნდებიან; ზეტ თაობის წარმომადგენლები კი დიდი ინტერესით ეცნობიან ოპტიკურ ილუზიას, რომელიც ერთ დროს მთელ მსოფლიოს ვირუსულად მოედო.

„მოდით დაწყებული, საზაფხულო ფილმების, ინსტაგრამის ფილტრებითა და ტიკტოკ ტრენდებით დასრულებული, 90-იანი წლების ესთეტიკა მომხიბლავად გავრცელდა თანამედროვეობაში“, — ამბობს ტობი ბევანსი, Müller Yogurt & Desserts-ის სტრატეგიისა და მარკეტინგის დირექტორი.

შავი ზღვის მე-16 ჯაზ ფესტივალი – Let The Funk Ride

რისი სწავლა შეუძლიათ UI/UX დიზაინერებს Apple-ის ახალი ინკლუზიური ფუნქციებიდან?