
Mult, მომხმარებლებს, ახალ პროდუქტს – ვაუჩერებს სთავაზობს, რომლებიც ორ კატეგორიად, ფასიან და უფასო ვაუჩერებად იყოფა. აპლიკაციაში განთავსებულია ისეთი კომპანიების შეთავაზებებიც, რომლებიც უნიკალურია და სხვაგან ვერსად იხილავთ.

უკვე 6 თვეა, რაც Mult ქართულ ბაზარზე გამოჩნდა. კომპანიაში ამბობენ, რომ აპლიკაციის შექმნის მთავარი მიზანია, მომხმარებლებს გაუმარტივონ დაგროვებითი და ფასდაკლების ბარათებით სარგებლობა და მისცენ საშუალება იშოპინგონ უფრო კომფორტულად.

„ბარათების სიმრავლის გამო, ხშირად, შეუძლებელია ყველა ბარათის ტარება. ამის გამო კი, ბარათის მფლობელები ვერ იღებენ იმ სარგებელს, რასაც კომპანიები სთავაზობენ და თან ქონის შემთხვევაში მიიღებდნენ.
Mult-ის მეშვეობით მომხმარებლებს საშუალება აქვთ, განათავსონ დაგროვებითი/ფასდაკლების ბარათები ერთ სივრცეში და შეამსუბუქონ საფულე“.

„Mult-მა შექმნა პროგრამა მერჩანტებისთვისაც, რომლის მეშვეობითაც, ისეთ კომპანიებს რომლებსაც აქვთ სურვილი რომ ჰქონდეთ თავისი დაგროვებითი/ფასდაკლების ბარათი, მაგრამ ეს ყველაფერი დაკავშირებულია არც თუ ისე მცირე თანხებთან, რესურსთან და დროსთან, რის გამოც ვერ ახერხებდნენ დღემდე. ახლა უკვე 1 დღეში შეუძლიათ შექმნან თავისთვის სასურველი ბარათი და შესთავაზონ ციფრული ბარათები Mult-ის აპლიკაციის მეშვეობით თავის მომხმარებლებს“.

აპლიკაცია, 3 თვეა, რაც სომხეთშიც გაეშვა და ამ ეტაპზე, საბარათე სისტემით წარმატებით ფუნქციონირებს.

Mult-ის გუნდი ზრუნავს თავის მომხმარებლებზე, აქტიურად მუშაობს, რომ მათ ბევრი საინტერესო, საჭირო და კომფორტული სერვისი შესთავაზონ. დაგეგმილი აქვთ ბევრი სიახლე და როგორც კომპანიაში ამბობენ, ამის შესახებ სულ მალე გახდება ცნობილი.
აპლიკაცია ხელმისაწვდომია როგორც Android, ისე iOS სისტემის მომხმარებლებისთვის.
[R]











