Apple-ის ტექნიკაზე მოთხოვნა წლიდან წლამდე სულ უფრო და უფრო იზრდება, რის გამოც 2023 წლის მონაცემებით ის ყველაზე გაყიდვადი და მაღალშემოსავლიანი ტექნიკის ბრენდის სტატუსს ინარჩუნებს. საქართველოში ეფლის პროდუქცია განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. ბაზარზე მომხმარებლების დიდმა ნაწილმა იცის, რომ ორიგინალი პროდუქციის ყიდვისას ისინი მეტად დაცულები არიან — სწორედ ამიტომ, არჩევანს ოფიციალურ პროდუქციაზე აჩერებენ.
საქართველოში Apple-ის ავტორიზებულ რესელერ კომპანიას უკვე მრავალი წელია, ელიტ ელექტრონიქსი წარმოადგენს, რომელიც ლიდერი ბრენდია სამომხმარებლო ტექნიკის ბაზარზე. ელიტ ელექტრონიქსი საქართველოს 15 დიდი რეგიონში 23 მაღაზიითაა წარმოდგენილი და ეფლის ოფიციალური პროდუქცია თითოეულ მათგანში არის განთავსებული.
2023 წლის ივნისში ელიტ ელექტრონიქსის თბილისისა და ბათუმის 5 ფილიალში გაიხსნა საქართველოში Apple-ის პირველი Multi AAR ზონა. ეფლის ბრენდ ზონებში განთავსდა სპეციალური სტენდები, რომლებიც მხოლოდ ავტორიზებულ რესელერებთან გამოიყენება. მათი მოწოდება და მონტაჟი მოხდა ბრიტანეთიდან ჩამოსული ეფლის სპეციალისტების მიერ. ეს არის გარანტი იმისა, რომ Multi AAR ზონებში თქვენ ყოველთვის დაგხვდებათ უახლესი მოდელების მრავალფეროვანი არჩევანი; ამასთან, მოგემსახურებიან ეფლის წარმომადგენლები, რომლებიც კვალიფიციურ მომსახურებას გაგიწევენ.
საქართველოში Apple-ის Multi AAR-ს მომხმარებელი ექსკლუზიურად მხოლოდ ელიტ ელექტრონიქსის მაღაზიათა ქსელში შეხვდება. ბრენდზონების გახსნასთან დაკავშირებით, ელიტ ელექტრონიქსმა გადაწყვიტა, მომხმარებლისთვის საჩუქარი გაეკეთებინა, რის გამოც 5-დან 7 ივლისის ჩათვლით, ელიტ ელექტრონიქსის იმ მაღაზიებში, სადაც ეფლის განახლებული ბრენდზონებია განთავსებული, დაგხვდებათ სპეციალური შეთავაზება. მომხმარებელი, რომელიც თიბისი ბანკის ვიზა ბარათით შეიძენს ეფლის ნებისმიერ პროდუქციას, გადახდილი თანხის 10%-ს დაიბრუნებს ქეშბექის სახით. მაქსიმალური თანხა, რაც შეიძლება დაგიბრუნდეთ, არის 200₾.
*გაითვალისწინეთ, რომ აქციით სარგებლობა შესაძლებელია მხოლოდ ელიტ ელექტრონიქსის 5 ფილიალში. თბილისში: ისთ ფოინი – თვალჭრელიძის 2.
გლდანი, სითი მოლი – ხიზაბავრას 3 და თბილისი ცენტრალი – ვაგზლის მოედანი2.
ბათუმი: გორგილაძის 94 და ჭავჭავაძის 78/88.