in

მულტიკულტურული რეკლამა

2013 წელს მულტიკულტურული ოჯახები უკვე აღარავის უკვირს. ამერიკაში ბევრი სატელევიზიო შოუა სადაც  სხვადასხვა კულტურის და რასის წარმომადგენლები ერთ ოჯახში ცხოვრობენ. აქედან გამომდინარე  Cheerios-ის რეკლამასაც დიდი ყურადღება არ უნდა მიეპყრო.

რეკლამაში ნაჩვენებია მულტიკულტურული ოჯახი, რაც როგორც მაღლა ავღნიშნეთ არავის არ უნდა გაკვირვებოდა. მაგრამ… სატელევიზოი შოუ, სატელევიზიო შოუდ რჩება და ამ შემთხვევაში მეტ ყურადღებას რეკლამა იპყრობს, რომელიც სოც. ქსელებში და YouTube-ზე აგრესიული და რასისტული კომენტარებით შეივსო.

” კომენატრებს, როდესაც შევხედეთ გვეგონა, რომ ამერიკა 60 წლით უკან დაბრუბდა და ფერადკანიანებს უფლებები ჩამოერთვათ. რატომ უკვირთ ვერ ვხვდებით, 2010 წლის მოსახლეობის აღწერის შედეგად ოჯახების 14% მულტიკულტურულია და ეს მაჩვენებელი ყოველ წელს იზრდება”  – ამონარიდი dailymail-დან, ბრიტანეთი.

Cheerios-ს ბრენდის ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მათ რეკლამაში არაფერი უჩვეულო არ არის. ასეთი ოჯახები ჩვენს გვერდით ცხოვრობენ და ჩვეულებრივი,  ამერიკული ოჯახები აქვთ.

ამჟამად YouTube-ზე კომენტ-ბარი დახურულია.

 

http://youtu.be/kYofm5d5Xdw

Dodge Charger-მა 2013 წლიდან 2046-ში იმოგზაურა

Nivea-ს რეკლამა, რომელიც მობილურს ტენის