ახალი წელი ერთ-ერთი გამორჩეული დღესასწაულია, რომელსაც დიდი თუ პატარა განსაკუთრებული სიხარულით ელის. ის ყველა ჩვენგანისთვის სიახლეებთან, ცვლილებებთან და პოზიტიურ ემოციებთან ასოცირდება. სადღესასწაულოდ ადამიანები ერთმანეთს სითბოს, სიხარულს და კეთილ სურვილებს უზიარებენ.
ახალი წელი ასევე საუკეთესო პერიოდია ბიზნესისთვის – მაშინ, როდესაც მომხმარებლის მოტივაციაა, შეცვალოს ძველი ახლით და გაუკეთოს ახლობლებს საჩუქრები, კომპანიებს მხოლოდ ის დარჩენიათ, რაც შეიძლება სწორად და კრეატიულად შესთავაზონ მათ საკუთარი მომსახურება, თუ პროდუქცია.
„ათასობით საშობაო დეკორაციებს შორის ადამიანი, ქვეცნობიერად, ეძებს გამორჩეულს და „სხვანაირს” – სწორად შერჩეული საახალწლო ინსტალაცია იზიდავს მომხმარებლის ყურადღებას, ამაღლებს კომპანიის იმიჯს და ზრდის ბრენდის მიმართ ლოიალურობას”, – აცხადებენ კომპანია „ლუმენში”, რომელიც მომხმარებელს განსხვავებული და კონცეპტუალური საახალწლო დეკორაციების შექმნას სთავაზობს.
როგორ იქმნება საახალწლო ინსტალაციები?
პირველი ნაბიჯი, საახალწლო ინსტალაციის მზადების პროცესში, თემატური კონცეფციის შემუშავებაა. შემდეგ ხდება კონცეფციის გარშემო კონკრეტული მარკეტინგული ინსტრუმენტების შერჩევა და იდეის განხორციელება.
საახალწლო დეკორაციისთვის ვიყენებთ სხვადასხვა ტიპის აუდიო-ვიზუალურ ტექნოლოგიებს, როგორიცაა: პროექცია, დიოდური განათების ლენტი, შუქდიოდური ეკრანი, კინეტიკური პროგრამირებადი განათება და სხვა.
აღსანიშნავია რომ ნებისმიერი ინსტალაცია შეიძლება იყოს ინტერაქტიული, რაც მომხმარებლის ჩართულობას ზრდის და მათში სასიამოვნო გრძნობებს და სადღესასწაულო განწყობას აღძრავს.
რა სახის საახალწლო ინსტალაციებს სთავაზობთ მომხამარებელს?
იმისათვის რომ მივიქციოთ მომხმარებლის ყურადღება, როგორც უკვე აღვნიშნეთ, დეკორაციები უნდა იყოს მაქსიმალურად კრეატიული და გამორჩეული. სტანდარტული სათამაშოებით გაწყობილი ნაძვის ხის ტენდენცია სასურველია, ჩავანაცვლოთ თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური ნაძვის ხით, რომელიც გასხვავებული ფორმით და სწორად შერჩეული განათებით ყველასაგან გამორჩეული და დასამახსოვრებელი იქნება. თუმცა, ბალანსის დაცვა აქ ძალიან მნიშვნელოვანია, იმისათვის რომ ტრადიციული დღესასწაულის სულისკვეთება შევინარჩუნოთ.
ბრენდის განწყობის გადმოსაცემად, აუდიო-ვიზუალურ არტ-ინსტალაციასაც ხშირად ვიყენებთ. თანამედროვე ტექნოლოგიები ყველაზე არაორდინალური და ერთი შეხედვით, „გიჟური“ ფანტაზიების განხორციელების საშუალებას იძლევა.
მსოფლიო მასშტაბით, ძალიან პოპულარულია ფასადის ან ქუჩის პროექციული განათება, ე.წ. მულტიმედიური შოუ, რომელიც მაყურებელს შობის ჯადოსნურ, სამყაროში ამოგზაურებს. დღემდე, საქართველოში საპროექციო მეპინგისთვის საჭირო ტექნიკური აღჭურვილობა არ არსებობდა. თუმცა ახლა ის უკვე ხელმისაწვდომია და უახლოეს მომავალში ბევრ საინტერესო პროექტს იხილავს ქართველი მომხმარებელი.
ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ვიტრინების მხატვრული დეკორაცია. მსოფლიოს ცნობილი ბრენდების საახალწლო ვიტრინები ხშირად ტურისტული ატრაქციები ხდებიან. ნელ-ნელა საქართველოშიც ინერგება მაღაზიების გაფორმების ტენდენცია და იმედია, მომავალშიც ასე გაგრძელდება.
ერთი სიტყვით, უნდა აღინიშნოს, რომ თანამედროვე სამყაროში ადამიანები საკუთარი დროის და რესურსების ინვესტირებას შთამბეჭდავ გამოცდილებაში ახდენენ და არა კონკრეტულ პროდუქტში. ამიტომ სტანდარტული საახალწლო გირლიანდით მათი გულის მოგება უკვე პრაქტიკულად შეუძლებელია.
რას ურჩევდით მკითხველს?
რჩევა #1 – შექმენით გამორჩეული და უნიკალური დეკორაცია
გახსოვდეთ, რომ თქვენ ცდილობთ შთაბეჭდილების მოხდენას ადამიანებზე, რომლებიც ყოველდღიურად, ათასობით სხვადასხვა დეკორაციას ხედავენ. თქვენ არ უნდა მოიქცეთ სხვების მსგავსად, იყავით განსხვავებული.
რჩევა #2 – ყურადღება მიაქციეთ ხარისხს
მნიშვნელოვანი მომენტია მხოლოდ მაღალი ხარისხის დეკორაციები. ცუდად გაკეთებულმა განათებამ და დეკორაციამ შესაძლებელია, უარყოფითი შედეგი მოგიტანოთ.
რჩევა #3 – იფიქრეთ შინაარსზე
21-ე საუკუნეში მხოლოდ ლამაზი დეკორაცია არ არის საკმარისი. იმისათვის, რომ შეიქმნას ძლიერი „ლინკი“ მომხმარებელსა და ბრენდს შორის, საჭიროა, საშობაო ინსტალაცია გადმოსცემდეს გარკვეულ მესიჯებს და დაკავშირებული იყოს ამა თუ იმ ბრენდთან.
[პარტნიორის კონტენტი]