in

მიუნხენის „ბაიერნი“ – პირველი საფეხბურთო კლუბი, რომელიც მატჩზე დასასწრებ ბილეთებს მთლიანად გააციფრულებს

„ბილეთები აღარ დაიბეჭდება, საშინაო თამაშებზე მაყურებელი ციფრული ბილეთებით შეძლებს დასწრებას!“

Sporti
Sporti

მიუნხენის „ბაიერნი“ მორიგ ინოვაციას გეგმავს, „რეკორდმაისტერი“ პირველი კლუბი იქნება, რომელიც დასაბეჭდ ტრადიციულ ბილეთებზე უარს ამბობს და ამიერიდან, მხოლოდ ციფრულ ბილეთებს გაყიდის. კლუბში ამბობენ, რომ აღნიშნული ინოვაცია დიდი ხანია, სურდათ, დაენერგათ, თუმცა კოვიდ-ვირუსმა აღნიშნული პროცესები უფრო დააჩქარა.

„ძალიან საინტერესო პროცესს ვიწყებთ, იმედია, გულშემატკივრებიც ადვილად მოახერხებენ ამ სიახლესთან შეგუებას, ბილეთები აღარ დაიბეჭდება, საშინაო თამაშებზე მაყურებელი ციფრული ბილეთებით შეძლებს დასწრებას“, – აცხადებს ჰანს იასენ დრესენი.

კლუბის განცხადებით, სიახლეს შემდეგი სახის უპირატესობები აქვს: 

  • ყველა ბილეთი გასაყიდად ერთ დროს გამოვა;
  • ონლაინ ბილეთების მაღაზიის სტუმრობა გულშემატკივარს ნებისმიერ დროს შეეძლება;
  • ბილეთს საკომისიო მოსაკრებელი არ დაემატება;
  • ბილეთის დაკარგვა გამორიცხულია;
  • ყიდვის შემდეგ, სურვილის შეცვლის შემთხვევაში, ბილეთის დაბრუნება უპრობლემოდ მოხდება;
  • ნებისმიერ ადამიანს შეეძლება საკუთარი ბილეთი სხვას გადასცეს, იმ შემთხვევაში თუ მატჩზე დასწრებას ვერ ახერხებს.


ერთი ქართველი და კიდევ 5 გამარჯვებული! ცნობილია ფოტოკონკურს „ქოლგას“ საუკეთესო ნამუშევრები

Solar Veloroute – ველო ბილიკი დასამუხტი სადგურებით, როგორც მდგრადი ქალაქის ინფრასტრუქტურა!