17
Jan
2020

მოწონებებისთვის შექმნილი IKEA-ს ყველაზე “ინსტაგრამული” ნივთი

17 Jan 2020

სულ ახლახან IKEA-მ ახალი, ყველაზე “ინსტაგრამული” ნივთი დაამზადა. იგი რამდენიმე ნივთისგან/ჭურჭლისგან შედგება და საკმაოდ უცნაური ფორმა აქვს. ბრენდმა ნივთი კრეატიულ სააგენტო Ogilvy-სთან ერთად შექმნა და განაცხადა, რომ ის სწორედაც სოციალური ქსელისთვის დამზადდა. უფრო კონკრეტულად კი, მოწონებების (ე.წ Like-ების) მოსაზიდად.

ნივთის სახელი ასე ჟღერს – “MÜPOLASH” და იგი შემადგენელი ნივთების სახელწოდებათა კომბინაციითა შედგენილი. ნივთი თეთრი ფერისაა, როგორც კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ – ესეც სწორედ რომ ყველაზე ინსტაგრამული ფერია. “MÜPOLASH” 3D პრინტერითაა დაბეჭდილი და 100%-ით ბიოდეგრადირებადი მასალისგანაა დამზადებული.

ნივთის ფოტოები IKEA Belgium-ის ინსტაგრამ გვერდზე ცოტა ხნის წინ დაიდო. ვნახოთ, რა შედეგი ექნება “ყველაზე ინსტაგრამული ნივთის” ფოტოებს.

განხილვა