წყლის ბრენდი Liquid Death შავი იუმორითაა ცნობილი, რაც მის მარკეტინგულ კამპანიებში ყოველთვის ნათლად შეიმჩნევა. გამონაკლისი არც ახალი ანიმაციური კამპანიაა, რომელშიც ბრენდის უჩვეულო, „საშიშ“ თილისმასაც ვხედავთ.
საუბარია Murder Man-ზე — საშინელი გარეგნობის პერსონაჟზე. მას თავის ნაცვლად Liquid Death-ის ალუმინის ქილა აქვს, მარცხენა მკლავზე კი სამი ადამიანის თავი ამოზრდია. თუ ზოგადად ბრენდები თილისმა-პერსონაჟებს დადებითი ემოციების აღსაძრავად იყენებენ, ამ შემთხვევაში ყველაფერი პირიქითაა. ნაკლებ სავარაუდოა, რომ ამ „გმირის“ მიმართ ვინმეს ემპათია გაუჩნდება ან მისი ყურება ესიამოვნება… თუმცა ბრენდის განმარტებით, ის დამნაშავე კი არა, წყურვილის მკვლელია.
Liquid Death-მა ვიდეორგოლიც კი გამოუშვა, რომელშიც მთავარი თილისმის თავგადასავალია გადმოცემული: