in

ახალი ქართულ-ფრანგული ბენდი “მურმან წულაძე” ევროპის ფესტივალებს იპყრობს


რამდენიმე თვის წინ ფეისბუკზე შევნიშნე გაზიარებული ბმული ბენდის შესახებ, რომელსაც „მურმან წულაძე“ ჰქვია. ასეთმა უცნაურმა სახელმა კიდევ უფრო დამაინტერესა და მეტის გაგება გადავწყვიტე ამ ქართულ-ფრანგულ ბენდის შესახებ.

#თაობამ ემიგრაციაში მყოფი მურმან წულაძე დეტალურად გამოკითხა საკუთარი მოღვაწეობის შესახებ. 19 ოქტობერს, ბენდის პირველი ქართული გამოსვლა, ბარ „Politika”-ში შედგება, რომლისთვისაც ისინი განსაკუთრებულად ემზადებიან.


M:
გაგვაცანით თქვენი თავი, გვითხარით როდის დაარსდა, რატომ გადაწყვიტეთ ერთად შეკრება და საიდან წამოვიდა ჯგუფის სახელი?

გამარჯობა, მე ვარ მურმან წულაძე, ბენდის შემქნელი.. 3 წლის წინ პროექტი მარტომ, ბრიუსელში დავიწყე. მინდოდა, ჩახვეული ელექტრო პანკ მუსიკა შემექმნა და გამერია ყველა სტილთან. წელიწადნახევრის წინ ვეძებდი ბასისტს. ჩემმა მეგობარმა „ზაური მახაჭკალამ“ ანუ nunez-მა შემომთავაზა რომ ერთად დაგვეკრა. ჩემი მუსიკა რომ მოვასმენინე, ძალიან მოეწონა, აპრილში კი უკვე  “კრიკორ აზნადაროფსი“, ბითმეიკერი შემოგვიერთდა, რომელიც ჩვენი საერთო მეგობრებისგან გავიცანით. მან ჩვენი ერთი სიმღერის ისეთი კარგი მიქსი გააკეთა, რომ ბენდში ავიყვანეთ. ასე რომ სცენაზე სულ სამნი ვართ.

  • მურმანი:  გიტარა, კლავიში, ვოკალი
  • ზაური : კლავიში, ბას გიტარა და ვოკალი
  • კრიკორი : დრამ მანქანა და სემპლები

რაც შეეხება ჯგუფის სახელს – ის ჩემი და ბაბუაჩემის სახელია

M: რა მუსიკალური წარსული გააჩნია ბენდის თითოეულ წევრს?

მურმანი უკრავდა რამდენიმე underground ბენდში ბრიუსელში, ზაური უკრავდა და არის “la femme”-ში. კრიკორმა შექმნა პროექტი “Mundopal” – ტექნო პარიზიდან.

M: Youtube-ზე განთავსებული ვიდეოკლიპებით თუ ვიმსჯელებთ საკმაოდ შერეულ და ავთენტურ მუსიკას უკრავთ, არის ელექტრონიკისა და ფოლკის ელემენტებიც. საიდან იღებს თქვენი მუსიკალური იდენტობა სათავეს და არის თუ არა კონკრეტული მუსიკალური გავლენები?

მუსიკალური იდენტობა ბევრმა რამემ განაპირობა. ჯერ ბაბუაჩემის ცხოვრებიდან წამოვიდა ინსპირაციები, შემდეგ ჩემმა ბავშვობამ რუსთავში ძალიან იმოქმედა. მყავს მუსიკოსი ბიძა, მერაბ ჭანკოტაძე, მანაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ჩემს მუსიკოსად ჩამოყალიბებაში. ბევრ რამეს ვუსმენთ, ყველას სხვადასხვა მუსიკალური ბექგრაუნდი გვაქვს. ზაური პანკია, კრიკორას ნატურალური საჭმელი და Trap უყვარს, მურმანი კი ფანდურზეც უკრავს.

M:როგორია სამუშაო და მუსიკის შექმნის პროცესი? როლები როგორ არის გადანაწილებული?

მუსიკის შექმნა ტექნოლოგიის გამოყენებით უკვე ყველგან შეგვიძლია. მითუმეტეს როცა ვმოვგზაურობთ. სტუდიოს ვპოულობთ და ჩვენ თვითონ ვიწერთ.. სამივე მულტი ინსტრუმენტალისტები ვართ. ჩვენ ბენდს ლიდერი არ ჰყავს. ყველას ყველაფრის შექმნა შეუძლია.

M: საფრანგეთის მასშტაბით სად გქონდათ აქამდე გამოსვლები და მსმენელის მხრიდან როგორი იყო გამოხმაურება?

დავუკარით მაროკოში, ესპანეთში, ბელგიაში, შვეიცარიაშსა და სერბეთში. მალე ვაპირებთ მექსიკაში და ამერიკაში წასვლას.. ნოემბერში ინგლისში ვუკრავთ. ყველგან ძალიან მოსწონთ ჩვენი მუსიკა, პატარიდან დაწყებული ზრდასრულებით დამთავრებული. ამიტომ ბევრ ფესტივალზე გვეპატიჟებიან აღმოსავლეთ ევროპაში.

M: იგეგმება თუ არა სადებიუტო ალბომზე/EP-ზე მუშაობა?

Ep ზე ვმუშაობთ, პარიზში სტუდიოში ვიწერთ. Single მზად არის უკვე და დეკემბერში კლიპსაც ვუშვებთ. EP-ს უფრო ალბათ მოგვიანებით, თებერვალში გამოვუშვებთ.

M: მალე საქართველოში თქვენი პირველი გამოსვლა შედგება, როგორია წინასწარ განწყობა და რას უნდა ელოდოს მსმენელი?

ერთი სული გვაქვს როდის დავუკრავთ, გვინდა, ხალხი ვაცეკვოთ და რამე განსხვავებული შევთავაზოთ.

 

ავტორი: ჯაბა შავიშვილი


“ვამკვიდრებთ მაღალ სტანდარტს საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე” – დეველოპერული კომპანია York Towers

PUMAxBALMAIN – კრივის ინსპირაციით შექმნილი კოლექცია