14
Nov
2018

რას გვასწავლის „მურწყუ“

14 Nov 2018

Startauperi
Startauperi


მურწყუ“ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მაღალკლასელებს საატესტატო და ეროვნული გამოცდებისთვის ამზადებს ტესტების, სასწავლო კურსებისა და სხვა ფუნქციების დახმარებით. მურწყუს შექმნის ისტორია, თემურ მიქავას სახელს უკავშირდება. ჯერ კიდევ მაშინ, მოსწავლე რომ იყო, CAT-ის (computer adaptive testing, იგივე  კომპიუტერზე ადაპტირებულ ტესტირება) ალგორითმით დაინტერესდა და საკუთარი თავისთვის „მურწყუ“ შექმნა – პლატფორმა, რომლითაც საატესტატო გამოცდებისთვის მოემზადებოდა. თუმცა, ვებგვერდმა სულ რამდენიმე დღეში მოიპოვა პოპულარობა და როგორც „მურწყუს“ გუნდში ამბობენ, „პლატფორმაზე, დღეს, მე-11 კლასელებისა და აბიტურიენტების 90%-ზე მეტია რეგისტრირებული“. რაც შეეხება თავად კომპანიის გუნდს, „საქართველოში და არამხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, ყველაზე ჭკვიანი ახალგაზრდებითაა დაკომპლეტებული“.

დღეს, „მურწყუ“ ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმა EDURoad-ის პროდუქტია და საქართველოს საპარტნიორო ფონდის მხარდაჭერით, სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტს აერთიანებს. „მურწყუ“ აბიტურიენტების უმრავლესობისთვის არის ე.წ. Painkiller („ტკივილგამაყუჩებელი“) მომსახურება, რომელიც მათ ყველაზე დიდ პრობლემას უჭრის, ეხმარება, საგამოცდოდ საუკეთესო შედეგი, უმოკლეს დროში,  აჩვენონ.როგორც თემურ მიქავა ამბობს, ბოლო დროს შექმნილ ყველა ინოვაციურ პროექტს უცხოენოვანი დასახელება აქვს, მან კი ყველაზე ქართული ჟღერადობის ბგერების კომბინაცია აარჩია. ასე დაერქვა პლატფორმას „მურწყუ“: „ჩვენს მომხმარებლებს რომ ჰკითხოთ, უამრავ სასაცილო ვერსიას გეტყვიან, თუ რას შეიძლება ნიშნავდეს ეს დასახელება“. რაც შეეხება კომპანიის ლოგოს – „რაკეტა-ფანქარი“, რაკეტა – ტექნოლოგიების, ფანქარი კი, განათლების აღმნიშვნელ სიმბოლოდ გამოიყენეს.

მურწყუს მომსახურებით სარგებლობა შეუძლია ყველას – მაღალკლასელებს, სტუდენტებს, მასწავლებლებს, ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს, murtsku.com-ზე რეგისტრაციის შემდეგ. პროდუქტების აბსოლუტური უმრავლესობა – ტესტები, მოდელირებები, სხვა დამხმარე ფუნქციები სრულიად უფასოა ყველასთვის. ვებგვერდს მონეტიზაციის სისტემა აქვს B2B მიმართულებით – მისი პარტნიორები არიან: უნივერსიტეტები, სკოლები და მასწავლებლები, მთელი საქართველოს მასშტაბით.

გასულ წელს, „მურწყუს“ ფასიანი მომსახურებაც დაემატა – სასწავლო კურსები საატესტატო და ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებლად.

რა თქმა უნდა, არ ვაპირებთ, რომ კონცენტრირებული მხოლოდ ამ მიმართულებაზე ვიყოთ. ხელოვნური ინტელექტის ელემენტებს ვიყენებთ, ვაგროვებთ მონაცემებს (ე.წ. Data-ს) და მისი დახმარებით, ჩვენი „ჭკვიანი ალგორითმი“ იხვეწება, თითოეული მომხმარებლისთვის ინდივიდუალურ საჭიროებებს ადგენს და მათი განვითარებისთვის საუკეთესო გზას არჩევს“.

განხილვა