8
Jan
2019

მთვარის ინსტალაციით შექმნილი მუზეუმი

8 Jan 2019

თუკი ერთხელაც ქუჩაში სეირნობისას, უეცრად რომელიმე ხესა თუ ლამპიონზე ჩამოკიდებულ კაშკაშა მთვარეს გადააწყდით, არ გაგიკვირდეთ – იგი მართლაც არსებობს და მის შექმნაზე ვიზუალური ხელოვნების ბრიტანელმა წარმომადგენელმა, ლუკ ჯერემმა იზრუნა. მთვარის მასშტაბ-შემცირებული ანალოგის დიამეტრი 7 მეტრია და მისი ზომა რეალურ მთვარეს 1:500 000 სმ-ზე ეფარდება. ავტორს მისი შექმნის იდეა 15 წლის წინ დაებადა, თუმცა, ამ პერიოდში მისი მკაფიო და ზუსტი სურათის ვერქონის გამო, იდეის ხორცშესხმა მხოლოდ 2016 წელს მოახერხა.

mBank QR
mBank QR

ამ ინსტალაციაში განსაკუთრებული სწორედ ისაა, რომ იგი თავად ქმნის მუზეუმს იქ, სადაც მოხვდება. შექმნისთანავე, მთვარემ სხვადასხვა ადგილას დაიწყო მოგზაურობა, იქნებოდა ეს ქალაქები თუ ქვეყნები, მათი ქუჩები თუ შიდა სივრცეები. როგორც თავად ხელოვანი ამბობს, მისი მოგზაურობა იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ ყოველ მომდევნო ადგილზე ხალხში სხვადასხვა რეაქციასა და ემოციას იწვევს. ადამიანები ყვებიან სხვადასხვა მითს და თქმულებას მთვარის შესახებ, მისი მეშვეობით იქმნიან რომანტიკულ გარემოს…

გარდა იმისა, რომ ინსტალაციაზე სრულადაა ასახული მთვარის ვიზუალური მხარე, შიდა ნათებით და სხვადასხვა კომპოზიციით მნახველზე იგი უფრო მძაფრ ზეგავლენას ახდენს.

“კულტურული განვითარების სხვადასხვა საფეხურზე მთვარე დიდ ხანს ასრულებდა იმ საგნის როლს, რომელსაც მაშინდელი ადამიანები საკუთარ რწმენებთან აკავშირებდნენ. იგი არ იყო მხოლოდ პლანეტა, იგი ღმერთიც იყო. ამასთანავე, მისი მეშვეობით დროსაც აღრიცხავდნენ და ნავიგაციისთვისაც აქტიურად იყენებდნენ. ჩემ მიერ შემოთავაზებული მთვარის საშუალებით მნახველებს შეუძლიათ, დააკვირდნენ მას და გაარკვიონ, თავად რა ურთიერთობა აქვთ მთვარესთან. ”

წყარო: www.yellowtrace.com.au

განხილვა