მსოფლიოს პირველი მუზეუმის მშენებლობა ბაბილონის პრინცესას სახელს უკავშირდება. მას ძვ.წ. 530 წელს აუშენებია მუზეუმი, სადაც დაცული არტეფაქტები 1 500 წლის ისტორიას წარმოაჩენდა. ეს ამბავი 1925 წელს, არქეოლოგმა ლეონარდ ვულმა აღმოაჩინა და წიგნში „ქალდეის ური“ აღწერა არტეფაქტები, რომლებსაც განმარტებისთვის, თან დართული ჰქონდა თიხის ფირფიტები სამენოვანი წარწერებით. ასე გაჩნდა დედამიწაზე ადგილი, ხალხების ისტორიას, ამბებს, სხვადასხვა ეპოქის ქმნილებებს, მოკლედ, მთელ ცხოვრებას რომ ინახავს და შემდეგ, ბევრი ახლის საწყისი ხდება, კიდევ უფრო დიდ ხელოვნებას და კულტურებს შობს. ალბათ, ძალიან ცოტა რამეს ჰქვია ასეთი ზუსტი სახელი დედამიწაზე – „მუზეუმი“ ხომ ბერძნული სიტყვაა და ითარგმნება, როგორც „მუზათა ტაძარი“, რომელიც „შესწავლის, განათლების მიზნით ან ვიზუალური სიამოვნებისთვის იძენს, ინახავს, იკვლევს და გამოფენს ადამიანთა შემოქმედებისა და მათი გარემოს აღმწერ ფაქტებზე არსებულ მნიშვნელოვან მასალას“. და რაც მთავარია, ის ღიაა ყველასთვის. ამიტომ, მუზეუმები და მათთან ერთად, ისტორიული ძეგლები, ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ქვეყნისთვის, ადამიანებისთვის ვინც იქ ცხოვრობს, ან სტუმრობს და ეცნობა უცხო ქვეყანას.
საქართველოში, სულ 326 მუზეუმია, აქედან – 18 კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, დანარჩენი კი კერძო, ან მუნიციპალიტეტების დაქვემდებარებაში. რაც შეეხება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს, ეს სტატუსი 7862 ნაგებობას აქვს, მათ შორის არის სხვადასხვა ტიპის – საფორტიფიკაციო საკულტო, ურბანული და ა.შ. წარმოიდგინეთ, რა სიმდიდრეს ინახავს თითოეული მათგანი ჩვენი ქვეყნის შესახებ. მოდით, დავიწყოთ მოგზაურობა და რამდენიმე მათგანი უფრო ახლოს გავიცნოთ.

ერთ-ერთი პირველი, რომელიც უახლესი წარსულის შესახებ გაგვახსენდება, 2008 წლის აგვისტოს ომის მუზეუმია, ერგნეთში, საოკუპაციო ხაზიდან რამდენიმე მეტრის დაშორებით რომ მდებარეობს. ის, ადგილობრივმა ლია ჩლაჩიძემ თავისსავე, ომის დროს დამწვარი სახლის სარდაფში გაიხსნა. ექსპონატების ჩამონათვალი კი ასეთია: ომის ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალები, დამწვარი ქსოვილები, სათამაშოები, აფეთქების შედეგად გაფანტული ყუმბარის ნამსხვრევები. ეს ყველაფერი სოფლის მოსახლეობამ გაუზიარა, ისტორიული დოკუმენტაციის მიღების მიზნით: ნატყვიარი ხვრელებით გადაჭერილი მანქანა დღესაც დგას ერგნეთში, ლია ჩლაჩიძის სახლის ეზოში, რაც ომის სიმბოლური ნაშთია.
გორის მუნიციპალიტეტზე საუბარი წარმოუდგენელია უზარმაზარი და უძველესი მღვიმე – ქალაქის, „უფლისციხის“ გარეშე, რომელიც გორის აღმოსავლეთით 10 კმ-ზე მდებარეობს და ძვ.წ. მე-6 და პირველი საუკუნეების გასაყარზე, ქრისტიანობამდელი ქართლის ერთ-ერთ მთავარ პოლიტიკურ და რელიგიურ ცენტრად იქცა. აქ, ძირითადად, მზის ქალღმერთს ეთაყვანებოდნენ და უშენებდნენ ტაძრებს. როცა არაბებმა თბილისი დაიპყრეს, (ძვ.წ. 645 წელი) „უფლისციხე“ ქართლის ქრისტიანი მეფეების რეზიდენციად და აზია-ევროპის მთავარ საქარავნო გზაზე, მნიშვნელოვან სავაჭრო ცენტრად იქცა. დღეს, „უფლისციხე“, ანუ მისი შიდა ქალაქი 40 000 კვ.მ-ია და წარმოიდგინეთ, მისი თავდაპირველი მოცულობის მხოლოდ ნახევარია. ეს კავკასიელ ხალხთა დასახლების ერთ-ერთი უძველესი ადგილია და 1957 წლიდან, მასიური სამუშაოების შედეგად, არქეოლოგებმა ძალიან ბევრი არტეფაქტი აღმოაჩინეს.

გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ არბოსში მდებარეობს ქართველი მწერლისა და განმანათლებლის ნიკო ლომოურის მემორიალური მუზეუმი. დაარსების დღიდან, 1952 წლიდან მოყოლებული, სულ მასპინძლობდა საგანმანათლებლო ღონისძიებებს, სანამ ჯერ 1990-იანი წლების მოვლენების, შემდეგ კი 2008 წლის ომის დროს სერიოზულად არ დაზიანდა. 2019 წელს მუზეუმი, გორის მუნიციპალიტეტის მერიამ განაახლა.

ძვ. წ. მე-7 საუკუნით დათარიღებული, 30 000-მდე ექსპონატია დაცული კასპის ადგილობრივი ისტორიის მუზეუმში, რომელიც 1960 წელს დაარსდა. მუზეუმი მდიდარია არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული და ნუმიზმატიკური კოლექციებით, ასევე დოკუმენტური ფილმებით, ფოტო და საარქივო მასალებით.

კასპის მუნიციპალიტეტშივე, სოფელ ლამისყანაში მდებარეობს ჯამბაკურ-ორბელიანთა სახლ-მუზეუმი, რომელიც ერთ-ერთი გამორჩეული ძეგლია თავისი არქიტექტურითა და ისტორიით. ეს არის მე-18 – მე-19 საუკუნეების კულტურული მემკვიდრეობის ნაგებობა, რომელიც გამოირჩევა რთული კონსტრუქციით და მოიცავს მააარანს, სადგურს, წისქვილს, კარის ეკლესიას, თავდაცვით კედელს კოშკებით. შიგნით არის საგამოფენო დარბაზი და მუზეუმის ბიბლიოთეკა. 1985 წლიდან, ციხე-სასახლეში განთავსებულია მუზეუმი, რომელიც მასპინძლობს სხვადასხვა კულტურულ-საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევით საქმიანობასა და ღონისძიებებს. მუზეუმის კოლექციაში დაცულია მე-18 – მე-19 საუკუნეების ეთნოგრაფიული მასალები, ნუმიზმატიკური, დოკუმენტებისა და ფოტო მასალების ნიმუშები, ნახატები.

უძველესი კოლექციით გამოირჩევა ქარელის ადგილობრივი ისტორიის მუზეუმი, სადაც დაცულია ძვ. წ. IV – III ათასწლეულით დათარიღებული, ურბნისის, ბებნისის, ტახტიძირის, დირბისა და დვანის არქეოლოგიური ძეგლების ნიმუშები. აქვეა არქეოლოგიური ნაშთები ბრინჯაოს და რკინის ხანის ადგილობრივი მიწებიდან – იარაღი და საოჯახო საქონელი, რკინის ხმლები, ბრინჯაოს ბალთები, შუბისპირები, ნუმიზმატიკური მასალები, კერამიკის ნიმუშები. დღეს მუზეუმში 3 000 ექსპონატი ინახება.
როცა ქართლის მხარეზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა ვახსენოთ ხაშურის ადგილობრივი ისტორიის მუზეუმი, რომელიც 1959 წელს დაარსდა. აქ განთავსებულია 103 000-მდე ექსპონატი და არქეოლოგიური ნაშთი ქვის ხანის (საციხურის საცხოვრისი), ბრინჯაოს ხანის (სააღდგომო სამხრეთ კავკასიის ცულები), ადრეული და გვიანი ბრინჯაოს ხანის ადგილობრივი მიწებიდან (ნაზარგორა, წაღვილი). ასევე – სამარხი საგნები, ახალდაბისა და წაღვლის მონეტების ხაზინა და ადრეული ანტიკურ შავი კერამიკა. მუზეუმში დაცულია მე-20 საუკუნის, ქართველი კლასიკოსი მხატვრების, ლადო გუდიაშვილის, გიგო გაბაშვილისა და ალექსანდრე ციმაკურიძის მიერ შესრულებული სახვითი ხელოვნების ნიმუშები. კურატორებმა 100 000-ზე მეტი საგამოფენო ნივთი დიჯიტალ ვერსია უკვე შექმნეს, აღადგინეს პუბლიკაციები და ექსპონატები. მუზეუმი მჭიდროდ თანამშრომლობს ინგლისში, ოქსფორდში დაფუძნებულ აშმოლის ხელოვნებისა და არქეოლოგიის მუზეუმთან.

ახლა მოგზაურობა მცხეთა – მთიანეთში გავაგრძელოთ, უფრო კონკრეტულად დუშეთში, სოფელ ოძისში, სადაც დავით და გიორგი ერისთავების სახლ-მუზეუმი მდებარეობს. ერისთავების მიერ, მე-18-19 საუკუნეებში აშენებული მემორიალური სასახლე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, რომელიც მუზეუმად 1958 წელს ჩამოყალიბდა. აქ განთავსებულია დავით და გიორგი ერისთავის ცხოვრებასთან და მათ საქმიანობასთან დაკავშირებული მასალები: მემორიალური კოლექციები, ყოველდღიური ცხოვრების საგნები, ფოტო მასალები, გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები, დოკუმენტები.
და რაკი მთაში ვართ, ახლა აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში თუშეთში გავემგზავროთ, უფრო ზუსტად კი, კესელოს ციხე-კოშკში, სადაც თუშეთის კერძო ისტორიული და ეთნოგრაფიული მუზეუმი, მეცნიერმა ნუგზარ იდოიძემ 1980-იან წლებში, ისტორიული ძეგლების კვლევის, რესტავრაციის, მრავალი ეთნოგრაფიული წიგნისა და არქეოლოგიური მასალის შესწავლის მიზნით დააარსა. მუზეუმი ერთ – ერთია იმ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს შორის, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ისტორიას, მითოლოგიას და უამრავ საინტერესო ფაქტს, აღმოაჩინოთ უნიკალური ექსპოზიციები.
დღეს, ამ უნიკალურ მოგზაურობას სამცხე-ჯავახეთით დავასრულებთ და ამ მხარეში მდებარე მუზეუმებსა და ისტორიულ ძეგლებს გაგაცნობთ.

ბუნებრივია, საუბარს ვარძიის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ – ნაკრძალით დავიწყებთ, რომელიც 1938 წელს დაარსდა. სამუზეუმო კომპლექსი მდიდარია ისტორიული და არქიტექტურული მასალებით. ვარძიის ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმ-ნაკრძალში დაცული ტერიტორიები და ძეგლები მოიცავს: პრიმიტიულ გადამზიდებს, ანტიკური დასახლებების ნაშთებს, კლდოვან სოფლებს, შუა საუკუნეების ციხესიმაგრეებს და სხვადასხვა დანიშნულების სამღვიმო სისტემებს. აქ შეგიძლიათ, ნახოთ 1184-1186 წლების კლდეში ნაკვეთი შესანიშნავი მონუმენტი, რომელიც აგებულია კომპლექსური დიზაინის მიხედვით, მოიცავს ასობით დიდ და პატარა დარბაზს, მთავარ საკათედრო ტაძარს კი ამშვენებს საქართველოს, მეფე გიორგი III- ის და მისი მემკვიდრის – თამარ მეფის უმშვენიერესი ფრესკები.
ამ მხარეზე საუბრისას, აუცილებლად უნდა ვახსენოთ საქართველოში ერთ-ერთი უძველესი, ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, რომელიც 1926 წელს დაარსდა. უნიკალურია მისი შენობაც, ის აშენდა 1890 წელს და გამოირჩევა როგორც არქიტექტურით, ისე გამოყენებული მასალებით. დღეს, აქ განთავსებულია 36 000-ზე მეტი ექსპონატი ოთხი მუდმივი გამოფენის ფარგლებში: ბორჯომის ბუნებრივი საფარი არქეოლოგია, ისტორია და ეთნოგრაფია. მუზეუმის მფლობელობაშია შენობა, რომელიც თავდაპირველად შეიქმნა, როგორც რომანოვების საიმპერატორო სახლის კანცელარია. გოთურ სტილში, კონსტრუქცია 1890 წელს, გერმანელმა არქიტექტორმა და დიზაინერმა ვ. შვეიერმა ააგო. მუზეუმს აქვს ოთხი განყოფილება – არქეოლოგიური, ისტორიულ-ეთნოგრაფიული, გამოყენებითი ხელოვნების, ადგილობრივი ლანდშაფტისა და ბუნების განყოფილებები. აქ დაცულია: ბრინჯაოს იარაღისა და მორთულობის უნიკალური ნიმუშები (ძვ. წ. II-I ათასწლეულები), დიდ ნუმიზმატიკური კოლექცია (ძვ. წ. V – ძვ. წ. XX ს.), რომანოვების დინასტიის წევრების პირადი ნივთები – ძირითადად, ევროპული და აღმოსავლური ჭურჭელი, შეიარაღება, მხატვრული და გრაფიკული ნამუშევრები. აქვეა ბუნებრივი საოცრების რამდენიმე ნიმუში – გოდერძის უღელტეხილიდან შემონახულ ხე.

მოგზაურობა ახალციხის ციხით გავაგრძელოთ, რომელიც „რაბათში“ მდებარეობს. ეს არის სამცხე-ჯავახეთის მუზეუმი, რომელიც 1930 წელს დაარსდა, 2012 წელს კი განახლდა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის ნაწილი გახდა. მუზეუმი ინახავს კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვან ნაწილს, მათ შორის უძველეს ხელნაწერებს, ეპიგრაფიკებს, ეთნოგრაფიულ, არქეოლოგიურ, პალეოგრაფიულ, პალეონტოლოგიურ, ნუმიზმატიკურ, თხრობით და სხვა არქიტექტურულ მასალებს, რომლებიც წარმოდგენას გვიქმნის მესხეთის უძველეს კულტურაზე.


ახალციხისავე მუნიციპალიტეტში მდებარეობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის სამცხე-ჯავახეთის ისტორიის მუზეუმი. აქ განთავსებულია ფერწერული ნამუშევრები, გრავიურები, ქვის და ხის ჩუქურთმები, აგრეთვე – მასალები, საგნები, დოკუმენტები სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით, არქივში ინახება გადაუმოწმებელი ეპიგრაფიკული მასალა, ქართულ, ოსმალურ და ბერძნულ ენებზე.
ამ მოგზაურობის დასასრულს, სომეხი პოეტის, ლირიკოსისა და საზოგადო მოღვაწის ვაჰან ტერიანის სახლ-მუზეუმზე უნდა გიამბოთ, რომელიც ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, სოფელ განძაში მდებარეობს. სწორედ აქ დაიბადა და გაიზარდა პოეტი. მუზეუმი ინახავს ცხოვრებასა და შემოქმედებასთან დაკავშირებულ ფოტო და დოკუმენტურ მასალებს, რეგიონის ეთნოგრაფიულ მასალებს, ადგილობრივი მხატვრების ნახატებს, გრაფიკებსა და ქანდაკებებს. მუზეუმი 2021 წლის 1-ლ ივნისს იხსნება.
ეს მუზეუმები და ისტორიული ძეგლები, მთელს საქართველოში მდებარე, სხვა დანარჩენებთან ერთად, უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის ისტორიის, კულტურის და ზოგადად, ცხოვრებისთვის. თუმცა, ისინი შემთხვევით არ შეგვირჩევია. ყველა მათგანი ჩართულია USAID-ის Zrda პროექტში, რომელიც 2019 წლიდან დღემდე ხორციელდება. მთლიანობაში, Zrda-მ მხარი დაუჭირა 15 მუზეუმს. უფრო კონკრეტულად კი საუბარია 350 000 ლარის ფინანსურ დახმარებაზე, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა – მთიანეთის და თუშეთის მასშტაბით.
„ქვეყნისთვის მათი დატვირთვიდან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, თითოეული ეს ძეგლი და ნაგებობა იყოს დაცული და ჰქონდეს გამართულად მუშაობის ყველანაირი საშუალება. სწორედ ამიტომ, Zrda-ს ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით, 15 მუზეუმსა და ისტორიულ ძეგლს დავეხმარეთ ან დავეხმარებით. მაგალითად, 2008 წლის აგვისტოს ომის მუზეუმში განახლდება აღჭურვილობა. ასევე, გადაეცემა მარკეტინგისთვის საჭირო მასალები, რომ კიდევ უფრო მეტ ვიზიტორს უმასპინძლოს და უფრო მეტმა ადამიანმა შეიტყოს იმ გმირების შესახებ, ვინც ქვეყნისათვის სიცოცხლე გაწირა. Zrda-ს პროექტში ჩართულია ნიკო ლომოურის მემორიალური მუზეუმი, რომელიც აღიჭურვა საოფისე და აუდიოვიზუალური აპარატურით, სენსორული მონიტორებით, დინამიკებით, ავეჯით, ეს კი მუზეუმს კულტურული თუ საგანმანათლებლო სივრცის მოწყობაში დაეხმარება. USAID-ის Zrda პროექტის ფარგლებში, კასპის ადგილობრივი ისტორიის მუზეუმს გადაეცა საოფისე და აუდიოვიზუალური აპარატურა, აუდიოჩამწერი და მონიტორები, რომ ვიზიტორთა გამოცდილება უფრო სასიამოვნო გახდეს. ამავე პროგრამის ფარგლებში, ჯამბაკურ-ორბელიანთა სახლ-მუზეუმი აღიჭურვა საოფისე და აუდიოვიზუალური აპარატურით, აგრეთვე საგამოფენო თაროებით, რომ მისი საგანმანათლებლო და საკონფერენციო სივრცე მაქსიმალურად მოდერნიზებული ყოფილიყო. ქარელის ადგილობრივი ისტორიის მუზეუმს, Zrda-ს დახმარებით, უკვე აქვს აუდიო სახელმძღვანელო მოწყობილობებით, საოფისე და აუდიოვიზუალური ტექნიკა. საგამოფენო თაროები, ზოგადი საგამოფენო აღჭურვილობა, საოფისე და აუდიოვიზუალური ტექნიკა გადავეცით ხაშურის ადგილობრივ ისტორიის მუზეუმს. აქვე გვინდა, ვისაუბროთ დავით და გიორგი ერისთავების სახლ-მუზეუმზე, რომელიც, 2008 წელს, რუსული ოკუპაციის შემდეგ, ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრიდან, 500 მეტრის მოშორებით მოხვდა და მის შენარჩუნების საკითხს უფრო მნიშვნელოვანს ხდიდა. USAID / Zrda-ს დახმარებით, მუზეუმს გადაეცა ტექნიკური აღჭურვილობა და ავეჯი, რაც საშუალებას მისცემს კულტურულ, საგანმანათლებლო და სოციალურ მრავალფუნქციურ კერად იქცეს, მოემსახუროს ადგილობრივი მოსახლეობის, სტუმრების სხვადასხვა საჭიროებებს. „ზრდას“ პროგრამის ფარგლებში, კესელოს ციხე-კოშკში მდებარე მუზეუმს გადაეცა ტექნიკური საშუალებები, რის შედეგადაც, სრულად გამოიყენებს თავის საგამოფენო სივრცეს და წარადგენს ექსპონატებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან ურთიერთგაგების მემორანდუმის თანახმად, „ზრდამ“ ვარძიის, უფლისციხისა და ბორჯომის მუზეუმები აღჭურვა ბარკოდების წამკითხავებით და ბილეთების მართვის სისტემისთვის საჭირო პროგრამული უზრუნველყოფით. გარდა ამისა, უზრუნველყო პირველადი დახმარების და კარდიო-სასუნთქი გზების სარეანიმაციო (CPR) ტრენინგები, რომლებიც ჩატარდა მუზეუმის პერსონალისთვის. აქვე, მოეწყო პირველადი დახმარების პუნქტები, რის შედეგადაც, მუზეუმის პერსონალი მზად არის სასწრაფო დახმარების გაწევისთვის, დამთვალიერებლის ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში. მათვე გადასცა ფორმები, რაც ხელს შეუწყობს ინსტიტუციების პროფესიონალიზმის ამაღლებას, რათა გაიზარდოს ტურისტული გამოცდილებით მიღებული სიამოვნების ხარისხი: უფრო მეტიც, მუზეუმი ასევე, აღიჭურვა თანამედროვე პროექტორითა და ჰოლოგრაფიული ტექნოლოგიით (ვარძიის მღვიმის მონასტრის 3D ვირტუალური გავლით), რომელიც გთავაზობთ ვირტუალურ მუზეუმს, საშუალებას აძლევს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუმრებს და არამარტო, განიცადონ მღვიმეების კომპლექსის სიდიადე ახალი ტექნოლოგიური პლატფორმის გამოყენებით.
Zrda-მ ასევე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობით, მხარი დაუჭირა კულტურული ლანდშაფტის ვარძია-ხერთვისი-ოლოდას ხელახალ ნომინირებას „იუნესკოს“ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში. სამუშაოებში ჩაერთნენ საერთაშორისო და ადგილობრივი კულტურული მემკვიდრეობის ექსპერტები, ისინი უზრუნველყოფენ საკონსულტაციო მომსახურებას და რეკომენდაციებს ვარძია-ხერთვისი-ოლოდას კულტურული ძეგლის გაუმჯობესების მიზნით. მოწვეულმა ექსპერტებმა, ხელისუფლებასთან თანამშრომლობით, განაახლეს 2019 წლის საგზაო რუკა, რომლითაც დეტალურადაა გაწერილი ტრიენიუმის 2021 –2023 წლები, 2019 წლის სამოქმედო გეგმის საფუძველზე. Zrda, ადგილობრივ ექსპერტთან ერთად, მხარს უჭერდა სააგენტოს ვარძია-ხერთვისი-ოლოდას კულტურული ლანდშაფტის შესახებ საინფორმაციო ბროშურების შემუშავებაში. შემუშავდა მეორე ბროშურაც დაცვის, შენარჩუნებისა და თანაცხოვრების წესების შესახებ.
Zrda-ს დახმარების პროგრამის ფარგლებში, ბორჯომის ადგილობრივი ისტორიის მუზეუმი აღიჭურვა საჭირო ტექნიკური საშუალებებით. ასე სრულად აითვისებენ საგამოფენო სივრცეს და ექსპონატებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად წარუდგენენ დამთვალიერებლებს. იგივე შესაძლებლობები გაუჩნდა „რაბათში“ მდებარე ციხე-მუზეუმს და ივანე ჯავახიშვილის სახელობის სამცხე-ჯავახეთის ისტორიის მუზეუმს, მათ ამისთვის ყველა საჭირო ტექნიკური საშუალება გადაეცათ. ვაჰან ტერიანის სახლ-მუზეუმი კი, Zrda-ს ფარგლებში, აღიჭურვა საოფისე და აუდიოვიზუალური აპარატურით, სენსორული მონიტორებით, დინამიკებითა და ავეჯით. ეს მუზეუმის ხელმძღვანელობას კულტურული და საგანმანათლებლო სივრცის მოწყობის საშუალებას მისცემს“.
[R]