in

მუშაობის 6 გზა, რომლებიც შემოქმედებით ინდუსტრიას შეცვლის

ჩვენი ცხოვრების უმეტეს ნაწილს სამსახურში ვატარებთ და ამას სტატისტიკაც ადასტურებს — საშუალოდ ადამიანი ცხოვრების მანძილზე 90 000 საათი მუშაობს. შესაბამისად, ამ საკითხთან დაკავშირებული ცვლილებები არც ისე მარტივი მისაღებია, რაც უნდა პოზიტიური იყოს ის… დღეს კი ამას ვერსად გავექცევით — AI-ის განვითარება, დისტანციურ და ჰიბრიდულ სამუშაო რეჟიმზე გადასვლა ან თუნდაც კომპანიებისგან მდგრადობაზე ზრუნვა ყველაფერს ცვლის. 

და მაინც, რას უნდა ველოდოთ 2024 წელს ან როგორ შევიტანოთ ჩვენი წვლილი ამ ცვლილებებში? 

1. AI კოლეგად უნდა ჩათვალოთ

შემოქმედებით ინდუსტრიაში ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული ტექნოლოგიების ინტეგრაცია მნიშვნელოვან ცვლილებებს მოიტანს. უბრალოდ უნდა გავიაზროთ, თუ როგორ შევძლებთ ამ ტექნოლოგიებით შემოქმედებითი პროცესის გამარტივებას ისე, რომ ადამიანის ძალისხმევა კვლავ საჭირო იყოს. 

AI თქვენი შემოქმედებითი პარტნიორი უნდა გახდეს, მოეპყარით მას, როგორც კოლეგას, რომელიც სულ ამბობს ასე რომ გავაკეთოთ?. თამამად გამოიყენეთ იგი ექსპერიმენტებისთვის, კვლევებისა და თქვენი იდეების გენერირებისთვის, — ამბობს ედ სილკი, JDO-ს სტრატეგი.

2. სიახლეების ძიება იმაზე მნიშვნელოვანი გახდება, ვიდრე ოდესმე

AI ინოვაციებისთვის გვაწვდის იდეებს, მაგრამ ეს ინსპირაციის პოვნის ტრადიციულ გზებზე უარის თქმას არ უნდა ნიშნავდეს. თუმცა კვლევის პროცესში ნურც Pinterest-სა და Google-ს დაეყრდნობით, რადგან ამის გაკეთება ნებისმიერს შეუძლია, ვისაც კომპიუტერი აქვს… სანაცვლოდ, ეძიეთ შთაგონება არქიტექტურაში, ხელოვნებაში, მუსიკაში, თეატრში და მის ფარგლებს მიღმა, გაეცანით კულტურებს, რადგან სწორედ ასეა ახალი და უნიკალური იდეების შექმნა შესაძლებელი.

3. ჩაერთეთ მუდმივი სწავლების რეჟიმში

თუ სამყარო ვითარდება, ჩვენც ამ ტემპს უნდა მივყვეთ, უნდა ვისწავლოთ, დავეუფლოთ ახალ უნარებს, რათა ფეხი ავუწყოთ დღევანდელობას. დიახ, სწორედ ასე შევძლებთ შესაძლებლობების დანახვას… 

4. გააღვიძეთ არაცნობიერი მიკერძოებები

მოგვწონს თუ არა, უნდა ვაღიაროთ, რომ ყველას გვაქვს ჩვენი მიკერძოებები და სუბიექტური მოსაზრებები, თუმცა ახლა იგი გამოწვევის წინაშე უნდა დავაყენოთ. დიზაინიც მეტად ინკლუზიური უნდა გავხადოთ, რისთვისაც ემპათია მნიშვნელოვანია. 

5. ინდუსტრია დააბალანსებს სახლიდან და ოფისიდან მუშაობის რეჟიმს

მართალია, დისტანციური მუშაობის რეჟიმი ბევრმა კომპანიამ შეინარჩუნა, მაგრამ შემოქმედებით ინდუსტრიაში დასაქმებულთა ნაწილს მაინც სურს სტუდიაში ან ოფისში დაბრუნება. ეს არც გასაკვირია, რადგან საოფისე გარემო თანამშრომლობას გულისხმობს და შემოქმედებითი იდეების განვითარებაში გვეხმარება. 

ჯადოსნობა ხდება ფიზიკური შეხვედრებისას, როცა შემოქმედებითი აზრები ერთმანეთს ეჯახება, ბრეინშტორმინგები, უბრალოდ აზრების გაცვლა… ეს სწორედ ის არის, რაც იდეებს აცოცხლებს და გუნდებს აერთიანებს. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს მოქნილობის მნიშვნელობაც — დისტანციური ან მოქნილი სამუშაო საათების შეთავაზება ბედნიერი, დაბალანსებული პირადი და პროფესიული ცხოვრების საიდუმლო ინგრედიენტია, — აცხადებს ფიონა ფლორენსი, მედიცინის დოქტორი. 

6. სააგენტოებმა თანამშრომლებს დაბრუნების მიზეზი უნდა მისცენ

ეს იძულებითი კი არ უნდა იყოს, არამედ თანამშრომლებს ამის სურვილი თავადვე უნდა გაუჩინოთ. ისეთი სამუშაო გარემო უნდა შექმნათ, რომელიც შემოქმედებითი თანამშრომლობის, სოციალური ურთიერთობების, გუნდური კავშირებისა და პიროვნული ზრდის ადგილი იქნება…

 

ეკრანთან გატარებული დრო ბავშვებში სენსორულ დარღვევებს უკავშირდება — კვლევა

5 ლეპტოპი, რომლებიც საუკეთესო ანიმაციების შესაქმნელად შეგიძლიათ გამოიყენოთ