in

როგორ ზემოქმედებს მუსიკა დემენციის მქონე ადამიანებზე? — კვლევა

მუსიკა ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია — ხან თუ განწყობას გვიმაღლებს, ხანაც სწრაფად სირბილში ან ჩაძინებაში გვეხმარება — ასე თუ ისე, ყველა კარგად ვამჩნევთ მის გავლენას. ამიტომ, არც უნდა გაგვიკვირდეს, რომ მუსიკას სამედიცინო მკურნალობის დროსაც ხშირად მიმართავენ. 

M2
M2

უკვე დაამტკიცეს, რომ კიბოს მკურნალობისთვის სასარგებლოა, ქრონიკული ტკივილის მართვისა და ინსულტისგან გამოსაჯანმრთელებლადაც. მკვლევრები კი ახლა გვაჩვენებენ, რომ მუსიკის მოსმენა დემენციის მქონე პაციენტებსაც დიდად ეხმარება. შფოთვისა და დეპრესიის დონეებს ამცირებს, შესაბამისად, აუმჯობესებს, როგორც პაციენტების, ისე მათი მომვლელების კეთილდღეობას — ასე უფრო მარტივი ხდება ადაპტირება და სტრესთან გამკლავება. 

მუსიკალურ თერაპიაში როგორც მუსიკის დაკვრა და სიმღერა, ისე მოსმენაც იგულისხმება, რაც დადებითად ზემოქმედებს ჩვენსავე კოგნიტიურ ფუნქციაზე, განსაკუთრებით ხანშიშესულ ადამიანებზე, რომელთაც დემენცია ან სხვა მეხსიერების დაქვეითების პრობლემა აქვთ. თუმცა მაინც, რატომ აქვს მუსიკას ამგვარი ძლიერი ეფექტი დემენციის მქონე ადამიანებზე?

ათი წლის წინ მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ როცა ადამიანები მუსიკას უსმენდნენ, ამ პროცესში ტვინის მრავალი ნაწილი იყო ჩართული. მათ შორის ლიმბური სისტემა, რომელიც ემოციებსა და მეხსიერებაზეა პასუხისმგებელი, კოგნიტიური, რომელიც აღქმის, სწავლისა და რეაქციებშია ჩართული და მოტორული სფერო, რომელიც ნებაყოფლობით მოძრაობაზეა პასუხისმგებელი. ეს ფაქტი კი დაგვეხმარება იმის ახსნაში, თუ რატომ აქვს მუსიკას ასეთი უნიკალური ნევროლოგიური გავლენა. 

ამასთან, კვლევამ აჩვენა, რომ მუსიკა ტვინს რეგენერაციაში და კავშირების აღდგენაში ეხმარება, როცა დემენციის დროს ტვინში უჯრედები კვდება… ეს წარმოშობს იმის ალბათობას, რომ, შესაძლოა, მუსიკა დემენციის მქონე ადამიანებს დაზიანებული ნერვული კავშირებისა თუ უჯრედების აღდგენაში ეხმარებოდეს. თუმცა ეს ყველა მუსიკაზე არ ვრცელდება — ნაცნობ და საყვარელ მუსიკას უფრო დიდი გავლენა აქვს იმ კუთხით, თუ როგორ შევიგრძნობთ მას და მჭიდროდ უკავშირდება მეხსიერებასა თუ ემოციებს. 

ასე იმიტომ ხდება, რომ ჩვენი საყვარელი სიმღერების მოსმენისას ისეთი ჰორმონები გამოიყოფა, რომლებიც სიამოვნების შეგრძნების საშუალებას გვაძლევს. სწორედ ამიტომ, მუსიკა ყოველდღიური სტრესისგან გათავისუფლების საშუალებაც შეიძლება, იყოს. 

Music Therapy Research ერთ მცირემასშტაბიან კვლევასაც მოიცავდა, რა დროსაც აჩვენეს, რომ როცა დემენციის მქონე ადამიანები თავიანთ საყვარელ მუსიკას განმეორებით უსმენდნენ, მათი გულის ცემა და მოძრაობები საპასუხოდ ადეკვატურად იცვლებოდა. აჩვენეს, რომ მუსიკის რიტმის მიხედვით ადამიანთა ფიზიკური პასუხებიც განსხვავებული იყო. მათი გულის ცემა იცვლებოდა, როცა მუსიკასთან ერთად მღეროდნენ ან როცა ძველი ამბები ახსენდებოდათ — ეს ცვლილებები მნიშვნელოვანია, რადგან აჩვენებს, თუ როგორ მოქმედებს მუსიკა მოძრაობაზე, ემოციებსა და მეხსიერებაზე… 

ამგვარად, მუსიკა კვლავ რჩება სასარგებლო სამკურნალო საშუალებად ადამიანებისთვის, რომელთაც დემენცია აქვთ. იმაზე დაფუძნებით, რაც ამ ეტაპისთვის ვიცით, მნიშვნელოვანია, რომ მუსიკა პაციენტის ფლეილისტიდან იყოს და გამოიყენოთ იგი, კომბინირებულად, დაავადების სამართავ მედიკამენტებთან ერთად, რომლებიც დემენციის პროგრესს შეანელებს და სიმპტომების მართვაში დაგეხმარებათ. 

როგორი ურთიერთობები სჭირდებათ თანამშრომლებს სამსახურში მეტი ჩართულობისთვის

ორი მეგობარი, ძაღლი, ავტოფარეხი და ლუდი – BrewDog-ის ისტორია