სრულყოფილი აუდიოს არჩევა ინსტაგრამის ყოველი პოსტისთვის, ერთი შეხედვით, მარტივი, მეორე მხრივ კი, რთული საქმეა. მუსიკის არჩევამ შეიძლება განსაზღვროს, ყურებადი იქნება თუ არა თქვენი კონტენტი.
ადრე მუსიკას მარტო Instagram Reels-ისთვის ვარჩევდით, ახლა კი კარუსელებსა და ცალკეულ ფოტოპოსტებსაც ვამატებთ. ეს ხსნის ახალ გზას თქვენი წვდომის გაფართოებისთვის.
შემოგთავაზებთ რამდენიმე მეთოდს, თუ როგორ მოძებნოთ ტრენდული და თქვენი გვერდის შესაფერისი მუსიკა ინსტაგრამზე:
დაადე მუსიკა ინსტაგრამზე პოსტის შექმნისას
მეტი მრავალფეროვნებისთვის ინსტაგრამმა დაამატა განახლებები, რათა უფრო კარგად შევძლოთ კონტენტის რედაქტირება თვითონ აპლიკაციაში. ის თავად აახლებს ყველაზე ტრენდულ აუდიოებს, რომლებიც შეგიძლიათ, მოძებნოთ პოსტის დადებისას, მუსიკის ხატულაზე დაწკაპუნებით. შედით „Trending” განყოფილებაში, რათა ბოლო დღეების 50 ყველაზე პოპულარული ტრეკი მოისმინოთ და აირჩიეთ სასურველი.
ტრენდული რილსები
კოლექციების გარდა შეგიძლიათ, დაათვალიეროთ ტრენდული რილსებიც და ნახოთ, როგორი სიმღერები ადევს მათ. აი, როგორ იპოვოთ ტრენდული რგოლები:
აპლიკაციაში შეეხეთ რილსის ხატულას ეკრანის ქვედა მარჯვენა მხარეს. აარჩიეთ რგოლი, რომლის აუდიოც ყველაზე მეტად მოგეწონებათ, დააკლიკეთ სათაურს, რომლითაც გადახვალთ აუდიოების გვერდზე: აქ ნახავთ, რამდენჯერ იქნა გამოყენებული ხმა, საიდან გაჩნდა რგოლის ხმა და ყველა სხვა ვიდეო, რომელშიც ის იყო წარმოდგენილი.
ძიების ველი
შეეხეთ გამადიდებელ შუშას აპის ბოლოში, რათა გადახვიდეთ ძიების გვერდზე. აკრიფეთ ფრაზა: „ტენდენციური აუდიო“. შეგიძლიათ, აირჩიოთ კონკრეტული ვიდეო, რომელშიც გამოყენებულია თქვენი კონტენტის შესაბამისი მუსიკა და ნახოთ, რა გამოიყენეს მსგავსმა შემქმნელებმა თავიანთი ვიდეოებისთვის.
Instagram @Creators
Instagram-ის @Creators ანგარიში არის ინსტაგრამის ზრდისთვის, იდეებისა და შთაგონებისთვის ძალიან კარგი საშუალება. ისინი რეგულარულად აქვეყნებენ რგოლების ტენდენციებს, სადაც აზიარებენ არა მხოლოდ უახლეს და საუკეთესო ხმებს, არამედ სარედაქციო რჩევებსა და ხრიკებსაც.
YouTube Shorts
მართალია, აქცენტი ინსტაგრამზე გვაქვს, მაგრამ ის, რაც კარგად ისმინება YouTube Shorts-ებში, მიდის ინსტაგრამის რილსებზეც. იმისთვის, რომ ნახოთ ამ პლატფორმის ტრენდული აუდიოები, შედით Shorts-ში და დაათვალიერეთ რეკომენდებული მუსიკა, შემდეგ დაბრუნდით ინსტაზე და მოძებნეთ იგივე სიმღერა.
Meta-ს კოლექცია
Meta’s Sound Collection კიდევ ერთი ძლიერი ინსტრუმენტია ინსტაგრამის კონტენტისთვის ტრენდული სიმღერების მოსაძებნად. სისტემა ბევრად უფრო მოსახერხებელია, ვიდრე აპლიკაციის შიდა აუდიობიბლიოთეკები. არსებობს უამრავი საძიებო ფილტრი, რომლის გამოყენებაც შეგიძლიათ – მაგალითად, ჟანრი, განწყობა, ხანგრძლივობა და ტემპი, რათა იპოვოთ სრულყოფილი აუდიო თქვენი კონტენტისთვის.
ერთადერთი, რაც უნდა გაითვალისწინოთ ამ ხელსაწყოს გამოყენებისას, ისაა, რომ შემოთავაზებული ტრეკები მხოლოდ მეტას არხებში შეგიძლიათ, გამოიყენოთ, ამიტომ ბოდიში, YouTube Shorts და TikTok.
სტატიის წერისას ჩვენც გადავხედეთ, რომელი აუდიოებია ტრენდული ამ მომენტისთვის ინსტაგრამზე და სია ასე გამოიყურება:
- Bibi Gold – Watch This
- Ed Sheeran – Perfect
- Vivaldi – The Four Seasons: Winter
- Nina Simone – Feeling Good
- Billie Eilish – Blue