24
Jan
2017

მუსიკა მარტივად – მინიმალისტური მუსიკალური მოწყობილობა Qleek–ისგან

24 Jan 2017

Elit Electronics
Elit Electronics


მუსიკა ყოველთვის იყო ადამიანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილი. დროთა განმავლობაში, მუსიკალურმა მოწყობილობამ სერიოზული ტრანსფორმაცია განიცადა და ახლა იმდენად გამარტივდა, რომ სიმღერების მოსმენა ნებისმიერ დროს და ადგილას უბრალო სმარტფონის საშუალებითაც კი შესაძლებელია. თუმცა, არის თუ არა ეს ის სიამოვნება, რასაც მუსიკის მთელი არსებით მოსმენა წარმოადგენს? სადაც სმარტფონია, იქ ათასი მაცდური ფაქტორიცაა, რომელიც ამ პროცესით ბოლომდე ტკბობას არ გვაცდის. სწორედ ამიტომ, შეიქმნა ბრენდი Qleek, რომელიც ძალიან მარტივ მუსიკალურ ტექნიკას აწარმოებს. არავითარი ეკრანი, არც ინტერნეტი და არც სოციალური ქსელები, მხოლოდ მუსიკა.

 

ახალ მარტივ ტექნიკას თავისი უცნაური ფორმის Playlist–ები აქვს. გარდა თანამედროვე სიმღერებისა, Qleek–ის კოლექციაში ძველი ჰიტები, კლასიკური მუსიკა, ბუნებისა და სხვადასხვა ცხოველების ჟღერადობებიც შედის.

განხილვა