1
Nov
2016

როგორ გავუშვათ სასურველი მუსიკა დიდ ფესტივალზე?! Heineken–ის სიურპრიზი მომხმარებელს

1 Nov 2016

Elit Electronics
Elit Electronics


Heineken ის ბრენდია, რომელიც ყოველთვის ცდილობს მიიღოს მონაწილეობა მუსიკალურ ღონისძიებებში და მაქსიმალურად გაახაროს თავისი ერთგული მომხმარებელი. ამჯერად, ბრენდმა გადაწყვიტა, რამე უფრო განსხვავებული და ინტერაქტიული ეცადა.

მელომანები, რომლებიც ყოველთვის ცდილობენ რაღაც ახალი აღმოაჩინონ, ჩაუღრმავდნენ სხვადასხვა ჟანრს და დაესწრონ შეძლებისდაგვარად მეტ მუსიკალურ ფესტივალს, ხშირად ძალიან მომთხოვნები და კრიტიკულები არიან DJ-ებისა და მუსიკოსების მიმართ. ზოგჯერ, შემოთავაზებული მუსიკა მათთვის მიუღებელი, მონოტონური და არასასურველიც კი არის ხოლმე. Heineken–მაც სწორედ ამ საკითხზე იფიქრა და პრობლემას ეფექტური გამოსავალი მოუძებნა. ბრენდმა ლუდის ბოთლებისთვის სპეციალური სამაგრი შექმნა, რომლის მეშვეობითაც მსმენელს საშუალება ექნება თავად აირჩიოს სიმღერა.

ამის შემდეგ, ფესტივალებზე, რომლის პარტნიორიც Heineken იქნება, დიდ მონიტორებზე გამოჩნდება ხოლმე ორი სიმღერის სახელწოდება, ერთი წითელ ფერში, მეორე მწვანეში. მელომანებს ბოთლის სამაგრზე არსებული ღილაკის საშუალებით შეეძლებათ სასურველი სიმღერის არჩევა. საბოლოოდ, ფესტივალზე ის მუსიკა გაჟღერდება, რომელსაც უმრავლესობა აირჩევს.

 

გართობა და მუსიკალური ღონისძიებები ასეთი მხიარული და სასიამოვნო ჯერ არ ყოფილა. Heineken–ის სიახლით მსმენელიც კმაყოფილი რჩება, ღონისძიების ორგანიზატორებიც და თავად ბრენდიც.

განხილვა