in ,

თავის ტკივილის უებარი წამალი – Dorflex–ის მუსიკალური ექსპერიმენტი

მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით 80%–ს აწუხებს თავის ტკივილი. ხშირად, წამლები საკმარისი არ არის, ამიტომ Dorflex–მა, ბრაზილიაში ერთ–ერთი ყველაზე ძლიერი ტკივილგამაყუჩებლის მწარმოებელმა, გადაწყვიტა ამ პრობლემისთვი უნივერსალური ენა, ანუ მუსიკა დაეპირისპირებინა.

Dorflex–ის უჩვეულო ექსპერიმენტის მიზანი ისეთი მუსიკის შექმნა იყო, რომელიც დაეხმარებოდა ადამიანს გონების მოდუნებასა და თავის ტკივილის მოხსნაში. ექსპერიმენტში მონაწილეობა, გრემიზე 2-ჯერ ნომინირებულმა მომღერალმა, ანა კაროლინამ მიიღო. მასთან ერთად, მუსიკის შექმნაზე ბრაზილიის წამყვანმა მეცნიერმა იმუშავა. გამოავლინეს ისეთი მუსიკების ჩამონათვალი, რომლების ჟღერადობაც უზრუნველყოფს ენდორფინების გამოყოფას. შემდეგ ისინი გააერთიანეს და შექმნეს თავის ტკივილისთვის ეფექტური რამდენიმე სიმღერა.

ეს არაჩვეულებრივი მუსიკა ინტერნეტ სივრცეში ყველასთვის ხელმისაწვდომია. რამდენიმე მათგანზე ვიდეორგოლიც კი გადაიღეს, რომლებმაც სულ მოკლე პერიოდში, მილიონობით მოწონება დაიმსახურა. Dorflex–ის ექსპერიმენტს მედიაში საკმაოდ ფართო გამოხმაურება მოჰყვა. აბა, ვის არ ურჩევნია უამრავი უშედეგო მედიკამენტის ნაცვლად, ტკივილი სასიამოვნო მუსიკით გაიყუჩოს?!

თბილი სახლი და მზრუნველი პატრონი თავშესაფრის ცხოველებისთვის – Horizon-ის ინიციატივა