19
მაი
2017

ელექტრონული მუსიკის ფესტივალ Tuborg Open-ის ივენთების სერია გრძელდება!

19 მაი 2017

Tuborg Open ელექტრონული მუსიკის ფესტივალია, რომელიც მსოფლიოს 5 ქვეყანაში მრავალ არტისტს მასპინძლობს. ფესტივალის ფარგლებში ჩატარებული თითოეული ღონისძიება პასუხობს ბრენდის მთავარ იდეას: შთააგონოს თავისუფლების მოყვარული მუსიკოსები და მათი მსმენელები გაერთიანდნენ საერთო სივრცეში გემოვნებიანი მუსიკის ფონზე. Tuborg Open-მა საქართველოში სტარტი 6 მაისს აიღო. ღონისძიების სტუმრებმა მუსიკის მოსმენა და გართობა მთელი დღე-ღამის განმავლობაში შეძლეს. ივენთების სერია მომდევნო ორი თვის განმავლობაშიც გაგრძელდება, ასეთივე ღონისძიებები ჩატარდება 3 ივნისსა და 8 ივლისს. ფესტივალის ორგანიზატორ „რა უნდას” ერთ-ერთი შემქმნელი – სანდრო კანდელაკი მარკეტერს Tuborg Open-ის თბილისური გეგმების შესახებ ესაუბრა:

mBank

M: როგორ გახდა „რა უნდა” ფესტივალ Tuborg Open-ის ორგანიზატორი?
Tuborg- ის გუნდმა გადაწყვიტა საქართველოშიც ჩაეტარებინა საერთაშორისო ფესტივალი Tuborg open. ჩვენ გავაცანით ჩვენი ხედვა და კონცეფცია, თუ როგორი წარმოგვედგინა საქართველოში Tuborg Open, რის შემდეგაც მოხდა კოლაბორაცია.

M: როგორია ფესტივალ Tuborg Open-ის კონცეფცია და პრიორიტეტები?
Tuborg Open საერთაშორისო ფესტივალია, რომელიც 5 ქვეყანაში, სხვადასხვა პერიოდში ტარდება. მისი კონცეფცია გულისმობს ხარისხიანი მუსიკით რაც შეიძლება მეტი ადამიანის დაინტერესებას. მისი პრიორიტეტი კი – ელექტრონული მუსიკის არტისტების ქართული საზოგადოებისთვის გაცნობა, ასევე, ახალგაზრდების გართობის უზრუნველყოფაა.

M: რა პერიოდულობით ტარდება ფესტივალი?
წელს, ფეტივალი Tuborg Open საქართველოში პირველად ტარდება. პირველი ივენთი გვქონდა 6 მაისს, მეორე გვექნება – 3 ივნისს, ხოლო, მესამე – 8 ივლისს. სავარაუდოდ, საქართველოში, ამ ფესტივალს ყოველწლიური სახე მიეცემა და გაგრძელდება ივენთების სერიები.

6 მაისის Tuborg Open-ის aftermovie!მათ, ვინც უკვე იცის ნამდვილი #გულაობა ფესტივალის მეორე ივენთზე გელოდებით 3 ივნისს, Underwheel Club – ანდერვილ კლუბი-ში!Tuborg Open #2 <3 #გულაობასრაუნდა #tuborgopen #6მაისი #3ივნისი

Posted by რა უნდა • Ra Unda on Donnerstag, 18. Mai 2017

M: ვინ იღებს მონაწილეობას Tuborg Open-ში და რატომ შეარჩიეთ ეს არტისტები?
პირველ ივენთზე გვყავდა იტალიელი არტისტი – Fango, რომელიც კომპაკტის ლეიბლის ერთ-ერთი გამორჩეული არტისტია. ასევე, ფრანგი არტისტი NHAR, რომლის შემოქმედებაც სავსეა ტექნოსა და მინიმალ ჰაუსის ნოტებით. 6 მაისის ივენთზე საკუთარი მუსიკით გამოვიდნენ ქართველი არტისტები – KORDZ & GIORGI ZAGARELI GIO SHENGELIA, WIEDMAK TOKE PROMESCU, DIGITAL GROOVE AFFAIR, WILL GATES.
რაც შეეხება 3 ივნისის ღონისძიებას, მსმენელის წინაშე გამოვა Thomas Felhmann, რომელსაც 30 წელზე მეტია, რაც მჭიდროდ აქვს ფესვები გადგმული გერმანული ელქტრონული მუსიკის ნიადაგში. რამდენიმე ცნობილ არტისტთან საერთო, წარმატებული პროექტის შემდეგ, როგორებიცაა ’Palais Schaumburg’ , The Orb, ფელმანი ლეგენდარული Tresor-ის რეზიდენტი გახდა და მას შემდეგ, უკვე მეორე ათწლეულია გერმანული კლუბური მუსიკისთვის მემკვიდრეობას ქმნის. მისი ახალი პროექტი, რომლის მუსიკალური ინსპირაცია მისი პოპულარული ალბომის ‘lowflow’-ს ნოტებიდან მოდის, ცნობილი კლუბების სცენებზე მოგზაურობს და მისი შემდეგი გაჩერება Underwheel Club-ია.
გარდა ამისა, 3 ივნისის ივენთზე დაუკრავს Matt Karmil, რომელიც ბედნიერი და ცეკვისთვის შექმნილი მუსიკით არის გატაცებული და სწორედ ამ ნიშნით იკავებს წამყვან ადგილებს ცნობილ ლეიბლებსა და კლუბებში. ბავშვობაში გიტარით გატაცებულმა, მისი ზრდასრული ცხოვრებაც მუსიკას დაუკავშირა და მისი მრავალფეროვანი კარიერის შემდეგ, რომელიც ხშირად პროდიუსერობას გულისხმობდა, ხშირად კი მუსიკის წერას, კიოლნში, გერმანიაში დამკვირდა თავი, სწორედ ამ პერიოდიდან, ის ლეგენდარული კომპაკტის ლეიბლის არტისტია.
გარდა ჩამოთვლილი არტისტებისა, 3 ივნისს, „ანდერვილის” სცენაზე გამოვლენ ქართველი შემსრულებლები: Toka KakabadzeMachaidzeKukulskiTrotskyTriveuve,  Levan ShanidzeRotkraft Vako K, Vako T, Lasha Guruli.
ვფიქრობთ, რომ ისინი ხარისხიან მუსიკას აკეთებენ, ასევე გვინდოდა, რომ არ დარღვეულიყო ჩვენი კონცეფცია,  დღისა და ღამის ივენთებზე ყოფილიყო განსხვავებული მუსიკა და ამავდროულად, სწორი მუსიკალური ბმა. ასევე, გვინდოდა ქართველი ახალგაზრდა არტისტებისთვის, ფართო აუდიტორიის წინაშე წარდგომის შანსი მიგვეცა.

Time to join, AGAIN!3 ივნისი – Underwheel Club – ანდერვილ კლუბი – Event Page: Tuborg Open #2William Hemblton

Posted by რა უნდა • Ra Unda on Donnerstag, 18. Mai 2017

M: როგორ შეუძლიათ მსურველებს ღონისძიებაზე დასწრება და სადაა ფესტივალის ლოკაცია?
ფესტივალი გაიმართება კლუბ „ანდერვილში.” ბილეთების შეძენა შესაძლებელი იქნება:
Eventer.ge – http://bit.ly/2ouT9C4
biletebi.ge – http://bit.ly/2o9R1wf
TKT.GE – http://bit.ly/2oqB3j2

M: როგორია ფესტივალის ქრონომეტრაჟი ღონისძიების თითოეული დღის განმავლობაში?
ფესტივალი იხსნება 15:00-ზე და გრძელდება დილის 8:00-მდე. დღის განმავლობაში და 00:00-მდე, მუსიკალური ივენთი ტარდება ტერასაზე და შემდეგ გადადის უკვე დახურულ სივრცეში. დღის ფართზე არის უფრო ჰაუს მუსიკა და ფანკი, ღამით უფრო მძიმდება და გადადის ტექნოში.

M: ვინ არიან ფესტივალის თანაორგანიზატორები, „რა უნდასთან” ერთად?
ფესტივალის ორგანიზებას რა უნდა • Ra Unda-სთან ერთად ახორციელებენ: Cantsleep, LEM ON და BPM.

განხილვა