ფოტოგრაფმა, ჩარლზ ბრუკსმა, შექმნა ფოტოსერია, რომელიც პიანინოს, ჩელოს, ფლეიტისა და სხვა ინსტრუმენტების შიდა სტრუქტურას სხვა პერსპექტივიდან გვიჩვენებს.
ფოტოგრაფიასთან ერთად, ბრუკსი ორკესტრის გამოცდილი ჩელისტია, რომელიც ახალ ზელანდიაში, ოკლენდში ცხოვრობს. მისი ეს ორი შემოქმედებითი ლტოლვა მსოფლიო მუსიკოსების პორტრეტებში გამოვლინდა. მან Panasonic Lumix-თანაც კი დაიწყო ურთიერთობა, როდესაც კომპანიამ თავად მიიწვია ბრუკსი, რათა 2018 წელს ახალ ფლაგმანურ კამერებს შორის ყოფილიყო.
ბრუკსის ბოლო პროექტი ფოტოგრაფიასა და მუსიკას აერთიანებს. ახალ ფოტოსერიას მან “არქიტექტურა მუსიკაში” უწოდა. წლების განმავლობაში, როდესაც ის უკრავდა, აინტერესებდა, რა ხდებოდა ამ ინსტრუმენტების შიგნით:
“ხანდახან, როცა რომელიმე ინსტრუმენტს არემონტებდნენ, შიგნით ვხედავდი რაღაც ამოუცნობ სამყაროს, რაც ყოველთვის ამაღელვებელი გამოცდილება იყო”, – ამბობს ის.
ამ სერიის ყველა ფოტო ქმნის ილუზიას. მისი მიზანია, აუდიტორიას შეუქმნას შთაბეჭდილება, რომ ის რთულ შენობებსა და გვირაბებს ათვალიერებს, რომლებიც კილომეტრებზეა გაწერილი და არა მუსიკალური ინსტრუმენტის შიდა სტრუქტურას ახლო ხედიდან.
“მე ყოველთვის მაინტერესებდა ფსიქოლოგია და ის, თუ როგორ როგორ განმარტავს ჩვენი გონება მასშტაბს ორგანზომილებიან გამოსახულებაში. მოვიხიბლე დახრილობის ცვლის ეფექტით, რომელიც დიდ საგნებს პატარებს აჩენდა და დავინტერესდი, შემეძლო თუ არა წვრილმანების ისე ჩვენება, რომ ყველაფერი მკვეთრად წარმოჩენილიყო”, – გვიზიარებს ფოტოგრაფი.
ფოტოები თავდაპირველად Laowa-ს სპეციალური 24 მმ-იანი ზონდის ლინზის გამოყენებით გადაიღო, მაგრამ მოგვიანებით ლინზა შეცვალა და Lumix S1R კამერის კორპუსი გამოიყენა.
“როგორც წესი, მსგავსი ახლო კადრები ძირითადად ბუნდოვანი გამოდის, მაგრამ მე გამოვიყენე ფოკუსირების აწყობის ტექნიკა, რათა შემენარჩუნებინა სიმკვეთრე”, – ხსნის თავის გამოცდილებას ბრუკსი.
თითოეული ფოტოს საბოლოო ვერსიის მისაღებად, ბრუკსს 100-100 კადრი ჰქონდა გადაღებული. იგი ნელ-ნელა არეგულირებდა ფოკუსს, რათა მიეღო სასურველი შედეგი და ბოლოს, პროგრამული უზრუნველყოფაც გამოიყენა, წვრილი დეტალების ერთმანეთთან შესარწყმელად.
შედეგად, მივიღეთ ინსტრუმენტების ახალი სიცოცხლე, რომელიც ისეა წარმოჩენილი, თითქოს მათივე საკონცერტო დარბაზში ვსეირნობთ.
ბრუკსის შემოქმედების დათვალიერება მის ვებ და ინსტაგრამ გვერდებზეა შესაძლებელი.