27
May
2016

“მუსიკალური” მარკეტინგი – Spotify-ს ახალი ინიციატივა

27 May 2016



მუსიკალური პორტალის Spotify-ს ახალი ინიციატივის შედეგად, ბრენდებს უკვე პოპულარული Playlist-ების დაფინანსება შეუძლიათ. Kia, McDonald’s-ი და Target-ი ის ბრენდებია, რომლებმაც იდეის ეფექტიანობა საკუთარ თავზე უკვე გამოსცადეს. მათ მიერ დაფინანსებულ ალბომებს მილიონობით მნახველი ჰყავს.

 

 

 

Kia-მ, რომელმაც Kia Sportage-ის გასარეკლამებლად სულ ახლახანს მუსიკალური კრებული „New Music Friday” დააფინანსა, თავისი კამპანიის საორიენტაციო ნიშნული ერთ კვირაში ორჯერ გაზარდა. Discover-ის მიერ დაფინანსებულ მუსიკალურ Playlist-ს კი უკვე 40 მილიონზე მეტი მსმენელი ჰყავს. ამ მონაცემებიდან გამომდინარე, თავისუფლად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ტელეარხის მაყურებელთა რიცხვიც საგრძნობლად გაიზრდებოდა. რეკლამა ნამდვილად მუშაობს. ალბათ მალე, მომხმარებელთა მოზიდვის ეს არაჩვეულებრივი გზა ბევრ კომპანიას მოხიბლავს.

მუსიკას სარეკლამო სფეროში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს, თუმცა მუსიკალური პროდუქტის ამ კუთხით გამოყენება მარკეტინგში სიახლეა. კომერციული მუსიკის გამავრცელებელი შვედური კომპანია Spotify ბრენდებს სთავაზობს, მათი აუდიტორიისთვის საინტერესო ალბომები და პოპულარული მუსიკოსები რეკლამისთვის გამოიყენონ. კომპანიებს შეუძლიათ, რომ სარეკლამო კამპანის მიზნებიდან გამომდინარე, თავიანთი გზავნილი მუსიკალური ალბომის შინაარსს შეუსაბამონ და პოტენციურ მომხმარებლამდე მთავარი სათქმელის მიღწევის ეს მარტივი და უმოკლესი გზა ეფექტურად გამოიყენონ.

განხილვა