ელექტრული ინჟინერია თანამედროვე ტექნოლოგიური პროგრესის ფუნდამენტია. მიუხედავად იმისა, რომ ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში ეს სფერო დიდი ხანია, ისწავლება, რეზულტატი და ამ ცოდნისგან მიღებული პროდუქტების რაოდენობაც ძალიან მცირეა.
როგორ იქმნება ქართული მუსიკალური მოწყობილობები? რა გამოწვევები აქვს ამ სფეროს საქართველოში და რა ცოდნაა საჭირო საბოლოო პროდუქტის მისაღებად? ვინ არიან მისი მომხმარებლები და მომავალში კიდევ რას შეიძლება დაეწეროს Designed In Georgia? ამ თემაზე სასაუბროდ საინტერესო პოდკასტში ორი ახალგაზრდა დიზაინერი და ელექტრული ინჟინერი, დავით მალანია და ივა სალუქვაძე მოვიწვიეთ, რომლებმაც რამდენიმე წლის წინ Ambient.Ge-ის ბრენდის ქვეშ პირველი ქართული მოდულარული სინთეზატორები შექმნეს.