in

როგორ შეუძლია მუსიკას ადამიანის გულის განკურნება?

მუსიკა და გული მასობრივ ცნობიერებაში ყოველთვის მჭიდროდ იყო ერთმანეთთან დაკავშირებული

მუსიკოს-მათემატიკოსმა, ელენ ჩუმ, მუსიკალური აღნიშვნები გულის ელექტრული დარღვევების დამახასიათებელი რიტმების ჩასაწერად გამოიყენა. თავის მხრივ, მუსიკისა და გულის შედარების მიზეზი ის გახლავთ, რომ გულის რიტმები ინტერპრეტაციული ინტერვალების მარტივ კოეფიციენტებს წარმოქმნის. მაგალითად, ბეთჰოვენის მუსიკისთვის დამახასიათებელი რიტმები ძალიან ჰგავს გულის არითმიას – შესაბამისად, ზოგი კარდიოლოგის ვარაუდით, მისი შემოქმედება ბეთჰოვენის შესაძლო არითმიის ტრანსკრიფციას წარმოადგენს.

უნდა აღინიშნოს, რომ მუსიკა და გული მასობრივ ცნობიერებაში ყოველთვის მჭიდროდ იყო ერთმანეთთან დაკავშირებული. ცხადია, ამას ადამიანის ემოციებთან და ტვინთან საერთო კავშირი განაპირობებს. ახლა კი კარდილოგებმა პიტერ ტაგგარტმა და პიერ ლამბიასმა შეისწავლეს, თუ როგორ ცვლის ემოციები გულის ცალკეული უჯრედების გამტარ თვისებებს.

შედეგად ირკვევა ის, რაც თეორიულად ყველამ ძალიან კარგად ვიცით… მწვავე სტრესს დრამატული გავლენა აქვს გულზე, ქრონიკული სტრესის თანდათან გამწვავება საშიშ დაავადებებსა და სიკვდილს იწვევს. ზოგადი დაუცველი სტრესის თეორია გრძელვადიან სტრესებს არაცნობიერად აღქმულ დაუცველობასთან აკავშირებს, როგორიცაა დაბალი სოციალური სტატუსი, მარტოობა და ტრავმა, რაც გულის დაავადებების განვითარების ალბათობას ზრდის.

თეორიულმა კომპოზიტორმა ფრანჩინუს გაფურიუსმა თავის 1496 წლის ტრაქტატში – Practica Musicae – დაწერა, რომ მუსიკალური რიტმის სათანადო საზომი ჯანმრთელი ადამიანის პულსი უნდა იყოს…  ამის პარალელურად, როდესაც მუსიკის რიტმს ვუკავშირდებით, სხვა ადამიანის ფიზიოლოგიურ მდგომარეობას შევიგრძნობთ. ასევე, მუსიკა ცვლის ჩვენს გულისცემას, სუნთქვას, არტერიულ წნევას, გულისა და მენტალური ჯანმრთელობის მაჩვენებლებს.

კვლევის ფარგლებში ნეირომეცნიერებმა ტვინის ქსელის ცენტრალურ კვანძში ფიზიოლოგიურ ცვლილებებს მიაკვლიეს. აღნიშნული ცენტრალური კვანძი ე. წ. ცთომილ ნერვს უკავშირდება, რომელიც სხეულის ფუნქციების არაცნობიერ რეგულირებაზეა პასუხისმგებელი. ამასთანავე, იგი ტვინის ისეთ ნაწილებს უკავშირდება, როგორიცაა სმენითი ქერქი, დოპამინერგული სისტემა.

გარდა ამისა, მუსიკალური მახასიათებლები ფიზიოლოგიურ პასუხებთანაც ასოცირდება. ექიმ ლუჩიანო ბერნარდისთან და პიტერ სლეიტთან ერთად ჩატარებულ კვლევაში, ვოკალური და საორკესტრო მუსიკის მოცულობის გაზრდამ, ვასკონსტრიქცია და არტერიული წნევის მომატება გამოიწვია. მაგალითად, ვერდის არიების “10 წამიანი ფრაზები” მსმენელის გულისა და სუნქთვის სიგნალების მუსიკასთან სინქრონიზაციას იწვევდა. მიიჩნევა, რომ ასეთი არაცნობიერი ფიზიოლოგიური რეაქციები მუსიკის მიერ გამოწვეული ემოციების პროგნოზირებებია.

ამასთანავე, მუსიკას ზოგადი გავლენა აქვს ადამიანის ფიზიოლოგიაზე. ადამიანები, რომლებიც ერთსა და იმავე მუსიკას უსმენენ, სინქრონიზაციას უწევენ არა მხოლოდ მოძრაობებს, არამედ სუნთქვასა და გულისცემას. მუსიკის შემეცნებითი და ფიზიკური მოთხოვნები მუსიკოსების გულისცემასა და სუნთქვაზეც მოქმედებს – მათი გულის რიტმის გამეორება უფრო მეტ სიმტკიცეს (პროგნოზირებადობას) აჩვენებს უცნობი მელოდიების შესრულებისას.

გულის დაავადებების მქონეს პაციენტებისთვის, მუსიკალურმა ჩარევებმა შესაძლოა ცერებრალური სისხლის მიმოქცევაც შეცვალოს, შეამციროს წინასაოპერაციო შფოთვა და პოსტოპერაციული სტრესი, გააუმჯობესოს ქირურგიული შედეგები და შეამციროს კორტიზოლის დონე. დამამშვიდებელი მუსიკის მოსმენა არა მხოლოდ ამცირებს გულისცემას და სუნთქვის სიხშირეს, არამედ ამცირებს გულის მოთხოვნილებას ჟანგბადზე იმ პაციენტებში, რომლებსაც გულის შეტევა აქვთ.

ასე რომ, მუსიკა ნამდვილად კურნავს…

თბილისის ღია უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი – ვინ იზრუნებს სტუდენტების ანტრეპრენერული აზროვნების განვითარებაზე?

ნახეთ: Honda-ს მოტოციკლი Twitter-ზე სწრაფია…