in

მუსიკის მოსმენა შფოთვას ამცირებს — კვლევა

M2
M2

თუ დღის განმავლობაში ხშირად უსმენთ მუსიკას, იცოდეთ, რომ გაცილებით მეტს აკეთებთ, ვიდრე ეს გართობა ან განტვირთვაა… როგორც ირკვევა, ეს ქმედება საგრძნობლად აუმჯობესებს ადამიანის მენტალურ ჯანმრთელობას.

ჟურნალ PLOS ONE-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევის მიხედვით, რაიერსონის უნივერსიტეტის მკვლევრებმა დაადგინეს, რომ მკურნალობა, რომელიც მოიცავს მუსიკას და სმენის რითმების სტიმულაციას (ტონების ერთობლიობა ერთ ან ორივე ყურში, რომელიც შექმნილია ტვინის სხვადასხვა ტიპის აქტივობის გასააქტიურებლად) შფოთვის დონეს ამცირებს.

კვლევაში 163 ცდისპირი მონაწილეობდა. თითოეული მათგანი შფოთვის საწინააღმდეგო პრეპარატს იღებდა. ექსპერიმენტის ფარგლებში კი გამოიყენებოდა როგორც მუსიკა, ისე ABS და „ვარდისფერი ხმაური“ (თეთრი ხმაურის მსგავსი). ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, თითოეულმა ადამიანმა, განწყობისა და მუსიკალური გემოვნების მიხედვით, მიიღო შესაბამისი არჩევანი.

მოხალისეები მელოდიებს 24 წუთის განმავლობაში უსმენდნენ. მათ, ვისაც სესიის წინ შფოთვა ჰქონდათ, ფიზიკური სიმპტომები გაუმჯობესება აღენიშნებოდათ მუსიკის ან ABS-ის მოსმენის შემდეგ. შედარებით ნაკლები ეფექტი გამოიღო ვარდისფერმა ხმაურმა.

„პანდემიისა და დისტანციური მუშაობის ფონზე, მენტალური ჯანმრთელობისთვის ციფრული სამედიცინო ინსტრუმენტების გამოყენების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა. ამ კლინიკური კვლევის შედეგები კი მათი გამოყენების წარმატებაზე მიუთითებს — მათ შორისაა LUCID ციფრული მუსიკის თერაპია, რომელიც შფოთვითი და სხვა ფსიქიატრიული აშლილობის მკურნალობაში გვეხმარება“, — წერენ მკვლევრები.

კვლევის შედეგები მართლაც შთამბეჭდავია, რადგან პერსონალიზებულ მუსიკაზე დაფუძნებული თერაპია მკურნალობის ახალ მეთოდებს უხსნის გზას… მეთოდებს, რომლებიც პროცესის დროსაც კი სიამოვნების მომტანი იქნება.

უკრაინის სოლიდარობის გამოსახატავად დამზადებული პელმენები

ელექტრო ავტომობილები Europcar Georgia-ს მომსახურებაში