3
Aug
2018

„მუსიკის სახლი“ ციფრულ სამყაროშიც! – ინსტრუმენტების ონლაინ პლატფორმა და ბლოგი ხელოვნების ამ დარგზე

3 Aug 2018

ადგილობრივ ბაზარზე 16 წლიანი პოზიციონირების შემდეგ, ინსტრუმენტების მაღაზიამმუსიკის სახლითბილისსა და ბათუმში წარმოდგენილი 3 ფილიალის გარდა, მუსიკით დაინტერესებულ ადამიანებს ინტერნეტსივრცეში მუსიკალური ინსტრუმენტების პირველი ონლაინ პლატფორმა შესთავაზა. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულ შემთხვევებში, ადამიანები ზოგიერთ ინსტრუმენტთან შეხებისა და მისი მორგების შემდეგ წყვეტენ, იყიდონ, თუ არა ის, „მუსიკის სახლშიმიაჩნიათ, რომ ონლაინ პლატფორმის შეთავაზება არის დამატებითი შესაძლებლობა როგორც დედაქალაქში, ასევე საქართველოს დანარჩენ რეგიონებში მცხოვრები ადამიანებისთვის.

ონლაინ მაღაზიის კონცეფცია გულისხმობს მეტი შესაძლებლობების შეთავაზებას იმ ადამიანებისთვის, რომლებიც საქართველოს იმ რეგიონებში ცხოვრობენ, სადაც ამ დროისათვის ფიზიკურად არ გვაქვს წარმოდგენილი მაღაზია, რამაც შესაძლოა, გავლენა იქონიოს ლოკალური მუსიკალური ბენდებისა თუ შემსრულებლების მეტად განვითარებაზე. გარდა ამისა, დღევანდელი მოუცლელობის ფონზე, ონლაინ სერვისების შეთავაზება, განსაკუთრებით, პრაქტიკული შესაძლებლობაა იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც დღის უმეტეს ნაწილში სამსახურში ყოფნა უწევთ, – ზურაბ ჩხარტიშვილი, „მუსიკის სახლის“ ციფრული მარკეტინგის მენეჯერი. 

რაც შეეხება მიწოდებასა და მის ღირებულებას,  „მუსიკის სახლმა“ დეველოპერებთან ერთად, ტრანსპორტირების კალკულატორი შეიმუშავა, რომელიც ავტომატურად ითვლის ლოჯისტიკური კომპანია DHL-ის ტარიფების მიხედვით გადასახდელ თანხას.

„მუსიკის სახლი“ ბაზარზე არ პოზიციონირებს, როგორც მაღაზია, რომელიც ორიენტირებულია მხოლოდ პროდუქტის გაყიდვაზე. ბრენდის მიზანია, რომ საქართველოში ასოცირდებოდეს ყველაფერთან, რაც მუსიკასთან არის დაკავშირებული. ამისთვის კი, კომპანიამ საკუთარ თავზე აიღო მუსიკის შესახებ შემეცნებითი ინფორმაციის გაზიარება და დაიწყო ბლოგის კეთება არსებული თუ პოტენციური მომხმარებლებისთვისა და უბრალოდ, მუსიკით დაინტერესებული ადამიანებისთვის.

ჩვენ გვინდა, ვიყოთ ის წყარო, სადაც ადამიანები საინტერესო ინფორმაციას მოიპოვებენ პოპულარული ჯგუფების ცხოვრების, მათი ჩამოყალიბების, კარიერის შესახებ; რჩევებს მიიღებენ მუსიკალური ინსტრუმენტების შესახებ და ა.შ.

„მუსიკის სახლი“ წლებია, თანამშრომლობს მსოფლიოში წამყვანი, მუსიკალური ინსტრუმენტების მწარმოებელ ისეთ ბრენდებთან, როგორებიცაა: Kurzweil, Casio, Fender, Alhambra, Ibanez, Mackie, SHURE, Pioneer Dj, Presonus, Marshall.

კომპანია, ყოველწლიურად, ესწრება მუსიკალური ინსტრუმენტების საერთაშორისო გამოფენებს, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რაც თავის მხრივ, ხელს უწყობს საერთაშორისო დონის ბრენდებთან თანამშრომლობასა და მათ ინტეგრაციას მაღაზიაში.

განხილვა