in

40 მლნ სიმღერა შენს ხელში! – Apple-ის თავბრუდამხვევი ვიდეორგოლი კიევის რკინიგზის სადგურში

ტექნოლოგიების განვითარებამ იმ მდგომარეობამდე მიგვიყვანა, სადაც სულ რაღაც პატარა მაჯის საათის წყალობით ჩვენს ხელთ 40 მილიონი სიმღერაა, რომლის მოსმენა ნებისმიერ დროსა თუ ადგილას არის შესაძლებელი. სწორედ, ასეთი მარტივი და მშვენიერი მოწყობილობაა Apple-ის საათი. ბრენდმა, რამდენიმე დღის წინ, თავისი პროდუქტის სულ ახალი მოდელი წარმოადგინა, რომელიც კიდევ უფრო მრავალფუნქციური და გაუმჯობესებულია. ყველაზე მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, რაც ახალ საათს დაემატა ის არის, რომ მისი მუშაობისთვის სმარტფონის თან ტარება, თუ დაკავშირება უკვე საჭირო აღარ არის. ბრენდმა საპრეზენტაციო ვიდეოს შემდეგ ორიგინალური და თავბრუდამხვევი სარეკლამო ვიდეორგოლიც შემოგვთავაზა, რომელიც კიევის რკინიგზის სადგურშია გადაღებული და მასში პროფესიონალი სკეიტბორდერი კილიან მარტინი მონაწილეობს.

 

https://www.youtube.com/watch?v=A9k88sMyiJM

ეკობრენდინგი – კონცეპტუალური ექსპერიმენტი! ცნობილი კომპანიების ეკოლოგიური და ეკონომიური ლოგოები!

SQUISH BRA – ნაჭრის, არასტანდარტული ბიუსტჰალტერების ქართული სტარტაპი