მუსიკოსმა დიეგო სტოკმა, მცენარეების მარცვლებისგან სრულიად განსხვავებული ჰანგები შექმნა. პროდუქტები, რომლებსაც ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში საკვებად ვიყენებთ, მელოდიური აღმოჩნდა.
მცენარეებით შთაგონებულ მუსიკას დიეგო მარცვლებზე დაკვირვებით და მათი დეტალური გამოკვლევით ქმნის. წონა, სიმძიმე, ვარდნის ხმა, ყველა გადაადგილება და შეხება გამოსცემს მელოდიას, რომელიც შეიძლება რაღაცასთან დააკავშირო საბოლოო ჯამში კი შექმნა მუსიკა. ყველაზე მნიშვნელოვანია აღმოაჩინო მელოდია იქ, სადაც ერთი შეხედვით უბრალოდ ხმაურია.
მაშ ასე, წარმოგიდგენთ ეკოლოგიურად სუფთა და ნატურალურ მუსიკას ბურღულეული პროდუქციის მწარმოებელი კომპანია Kashi-სგან. ვიდეორგოლი, რომელიც ამ “ახალი ჟანრის” სასიამოვნო მუსიკაზეა, სინამდვილეში, Kashi-ს სარეკლამო რგოლს წარმოადგენს. ერთი შეხედვით, რთულია მსგავსი სარეკლამო თვალსაზრისით ტრივიალური პროდუქტები კარგად გაარეკლამო თუმცა Kashi–მ ეს სირთულე აშკარად იდეალურად გადალახა.












