10
Jan
2019

ილონ მასკის 4 ყველაზე დიდი შეცდომა

10 Jan 2019

ილონ მასკის ნებისმიერ ნაბიჯს, ექსპერტები თუ საზოგადოების წარმომადგენლები, როგორც წესი, დეტალურად განიხილავენ. ხშირ შემთხვევაში კი სერიოზულად აკრიტიკებენ. „ტესლას“ დამფუძნებლის გადაწყვეტილებებსა და განცხადებებს, მსუბუქად რომ ვთქვათ, ბევრჯერ გაუკვირვებია გარშემომყოფები.

statiebi-bog
statiebi-bog

 

მათი აზრით, 2018 წელს, რა შეცდომები დაუშვა ილონ მასკმა ან რა არასწორი განცხადებები გააკეთა, რიგ შემთხვევაში გამიზნულადაც კი?!

1. „დატროლა“ და პედოფილი უწოდა ტაილანდელ მყვინთავს – 2018 წლის ივლისში მან ვერნონ უნსვორსს პედოფილი უწოდა. შეგახსენებთ, უნსვორსი ერთ-ერთი მათგანი იყო, ვინც ტაილანდში, მღვიმეში ჩარჩენილი ბავშვების გადასარჩენ ოპერაციაში მონაწილეობდა. მოგვიანებით მასკმა სოციალურ ქსელში  გამოქვეყნებული პოსტი წაშალა და ბოდიშიც მოიხადა. თუმცა, რამდენიმე დღეში სტატუსი ისევ დაწერა.

2. მარიხუანა პირდაპირ ეთერში მოწია – ილონ მასკმა, კომიკოს ჯო როგანის გადაცემაში, პირდაპირ ეთერში მოწია ბალახი. მისი ფოტოები სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა. ამ საქციელის გამო, საკმაოდ დიდი კრიტიკა დაიმსახურა.

3. თანამშრომლებს უცნაური „მეილები“ გაუგზავნა – 2018 წლის ივნისში „ტესლას“ ყველა თანამშრომელს მისწერა, რომ მათ შორის ვიღაც იყო ჯაშუში და კომპანიაში საბოტაჟის მოწყობას აპირებდა.

4. ომი გამოუცხადა მედიას – „ტესლას“ თემაზე ილონ მასკმა სოციალურ ქსელში, ჟურნალისტებთან, ნამდვილი ომი გააჩაღა. ისიც კი თქვა, რომ სპეციალურ კომპანიას შექმნიდა, რომელიც თითოეულ სტატიასა თუ სიუჟეტს გამოიკვლევდა.

წყარო: Inc.com



განხილვა