3
Dec
2018

როგორ დავიპყროთ აუდიტორია – ილონ მასკის სტილი

3 Dec 2018

თუ გსურთ, მსმენელები შთააგონოთ და აუდიტორია დაიპყროთ, მხოლოდ სამი რამ არის საჭირო: ავთენტურობა, იუმორი და საერთო ხედვის გაზიარება.

statiebi-bog
statiebi-bog

როგორ ახერხებს ამას „ტესლას“ აღმასრულებელი დირექტორი, ანტრეპრენუარი და ინვესტორი ილონ მასკი?!

ავთენტურობა 

როდესაც მასკი „ტესლაზე“ საუბრობს, არასოდეს ტვირთავს საზოგადოებას შელამაზებული ტერმინებით ან მოჩვენებითი დადებითი ინფორმაციით. პირიქით, ყოველთვის გულწრფელია მომხმარებლებთან და გულახდილად საუბრობს კომპანიის პრობლემებზე. მაგალითად, ერთ-ერთ ბოლო შეხვედრაზე ელექტო მანქანების დამტენების პრობლემაზე გაამახვილა ყურადღება და ისიც აღნიშნა, რომ კომპანია ამ საკითხის მოგვარებაზე მუშაობს – ახალ სადგურებს ამატებს.

იუმორი 

აუდიენციის მოხიბვლის ერთ-ერთი საშუალება იუმორია. მართალია, ზოგი ხუმრობა წინასწარ მოფიქრებულია, მაგრამ არის შემთხვევები, როცა სპონტანურად ჩნდება. აუდიტორიის გულის მოსაგებად ძალიან კარგი „გამოსავალია“ თვითირონია. მაგალითად, ილონ მასკმა, Model 3-ის პრეზენტაციაზე, მოდელის სუსტ მხარეებზე არაერთხელ გაამახვილა ყურადღება. ამ თემაზე იმდენი იხუმრა, მთელი დარბაზი იცინოდა. ამ თვითირონიამ, „ტესალას“ ხელმძღვანელი უფრო ადამიანური წარმოაჩინა, საზოგადოების თვალში.

საკუთარი ხედვის გაზიარება 

მასკი ყოველთვის ახერხებს აუდიტორიის გულის მოგებას, რადგან უზიარებს მათ საკუთარ ხედვას, ესაუბრება, რის გაკეთება შეიძლება სამომავლოდ. თუ სხვები საზოგადოებას „საგმირო ამბებს“, კომპანიის მოგების, ან ბაზარზე მისი წილის შესახებ უყვებიან, „ტესლას“ აღმასრულებელი ხელმძღვანელი ესაუბრება, რა დადებით შედეგს მოუტანს მისი გუნდის მუშაობა თითოეული მოქალაქეს, გარემოს და ზოგადად, სამყაროს.

აუდიტორიისადმი ასეთი დამოკიდებულებისა და ქცევის გამო, ილონ მასკს, დღეს, მსოფლიოში, ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ და შთამაგონებელ სპიკერად მიიჩნევენ.

წყარო: Inc.com



განხილვა