მუსიკა ათავისუფლებს. მუსიკა ადამიანებს აცეკვებს იქ, სადაც დგომაც კი საშიშია. მუსიკით შეგიძლია თქვა ის, რასაც სიტყვებით ვერ გადმოსცემ… “მუსთერაპიული ცენტრი” სოციალური საწარმოა, სადაც 1 წელზე მეტია მუსიკის დახმარებით მენტალური და ფიზიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესება ხორციელდება. ამჟამად, საწარმოს ჰყავს 11 ბენეფიციარი, რომელიც ინდივიდუალურად იღებს მომსახურებას და 8, რომელიც ჯგუფურ თერაპიას იყენებს – ყველა მათგანი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირია. პარალელურად, ჩამოყალიბდა პარაორკესტრიც, რომელიც სხვადასხვა ღონისძიებებში იღებს მონაწილეობას. აღსანიშნავია, რომ მუსიკალური თერაპია მხოლოდ შშმ პირებისთვის არ არის, ამ მომსახურების მიღება ჯანმრთელობის შენარჩუნების ან გაუმჯობესების ნებისმიერი მსურველისთვის არის შესაძლებელი.
სოციალური საწარმოს მხარდასაჭერად, პროექტის “სტუდენტები სოციალური მეწარმეობის მხარადასაჭერა” ფარგლებში, სტუდენტები გაერთიანდნენ და ამ ვიდეოს საშუალებით, მუსთერაპიის შესახებ ცნობადობის ამაღლებაზე ზრუნავენ.
შეგახსენებთ, 14 ივნისი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეა.














