მათთვის, ვინც უგლუტენო დიეტას იცავს, ნაზი, მუყაოს ტექსტურის ცომეული შეიძლება საინტერესო ალტერნატივა იყოს. თანაც ეს მხოლოდ წარმოსახვით იდეად კი არა, უკვე რეალობად იქცა — სიდნეიში დაფუძნებული Wholegreen Bakery „მუყაოს ტორტს“ უშვებს. ვიზუალურად ყუთს კი ჰგავს, მაგრამ ამ მინიმალისტური ექსტერიერის შესაქმნელად კარაქი, ყავა, კაკოს ფხვნილი, საკონდიტრო ნაწარმი, კარამელი და ყავისფერი ბრინჯის ფქვილია გამოყენებული.
„ძალიან ხშირად მესმოდა ადამიანების კომენტარი, რომ უგლუტენო საკვებს მუყაოს გემო აქვს. რა თქმა უნდა, ეს მცდარი წარმოდგენაა და სიმართლეს არ შეესაბამება… წლებია, ამის დამტკიცებას ვცდილობ. ახლა კი მოთამაშეები „შევცვალეთ“ — ნაწარმს მივეცით მუყაოს ვიზუალი, ხოლო გემო ღვთაებრივი შევუნარჩუნეთ“, — ამბობს ჩერი ლიდენი, Wholegreen Bakery-ის დამფუძნებელი.
დამატებითი მარკეტინგული სვლისთვის, საკონდიტრომ სარეკლამო სააგენტო The Hallway-სთანაც ითანამშრომლა: