თბილისის მუზეუმების გაერთიანება 1 ნოემბერს ახალი საგანმანათლებლო ცენტრს გახსნასა და ვირტუალური სამუზეუმო თამაშის პრეზენტაციას გეგმავს. ორგანიზატორების თქმით, საგანმანათლებლო ცენტრი დამოუკიდებელი სივრცე იქნება, სადაც ნებისმიერ მსურველს, სამუზეუმო ნივთებით მდიდარ გარემოში, ცოდნის გაღრმავება და საკუთარი თავის რეალიზება შეეძლება. რაც შეეხება ვირტუალურ თამაშს, იგი მუზეუმების გაერთიანების ვებგვერდზე 1 ნოემბრიდან გამოჩნდება. ამ ეტაპზე, გაერთიანება 30-მდე საგანმანათლებლო პროგრამას ახორციელებს. ახალ საგანმანათლებლო ცენტრში კი პირველად დაიწყებს ფუნქციონირებას ორი ახალი პროგრამა: „თოჯინების ისტორია“ და „ნინგიო იოპონური თოჯინა“.

თბილისის მუზეუმების გაერთიანებაში საგანმანათლებლო პროგრამები უკვე 30-მდე ერთეულს ითვლის და თითოეული მათგანი თბილისის მუზეუმების გაერთიანების ნაწილია. დადგა დრო, რომ საგანმანათლებლო ცენტრს ჰქონდეს თავისი ადგილი – ანუ იყოს ცალკე, დამოუკიდებელი სივრცე. დამოუკიდებელი სივრცე, მეტ შესაძლებლობას იძლევა აქტივობისა და თავისუფლებისთვის, ვიდრე საექპოზციო დარბაზები. დამოუკიდებელ საგანმანათლებლო სივრცეში უფრო მეტია ის შესაძლებლობები, რასაც სამუზეუმო ექსპონანტებისა და ექსპოზიციების გარემო იძლევა. თბილისის თოჯინებისა და სათამაშოების მუზეუმი მალე ახალ შენობაში დაიდებს ბინას და ჩვენი კოლექცია რეექსპოზციისთვის ემზადება, ახალი საგანამანათლბელო სივრცის ერთ ერთი მიზანი კი თბილისის თოჯინებისა და სათამაშოების მუზეუმის საგანამანათლებლო პროგრამების პოპულარიზაციაა, მანამ სანამ ახალი შენობა გაიხსნება – გვიყვება ნინო სანადირაძე, თბილისის მუზეუმების გაერთიანების გენერალური დირექტორი.

ორგანიზატორების თქმით, ახალი საგანმანათლებლო ცენტრი სტუმრებს შესთავაზებს ექსპერიმენტის ჩატარების, შთაგონების განვითარებისა და კრეატიულობის გამოვლენის საშუალებას. მუზეუმში გამოფენილი ექსპონატების შესაძლებლობების წარმოჩენა და მათ შესახებ არსებული კვლევების ჩვენება სამუზეუმო პროგრამების მთავარი მახასიათებელია.
„ჩვენი საგანმანათლებლო სტრატეგია ძალიან მნიშვნელოვანია, ერთი მხრივ, რომ დაირღვეს სტერეოტიპები, რომლებიც არის მუზეუმებთან დაკავშირებული. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მუზეუმები არის სივრცეები, სადაც ადამიანებს უნდა უხაროდეთ მოსვლა და საკუთარი თავის რეალიზება“, – თბილისის მუზეუმების გაერთიანება.













