in

მობილური ტექნოლოგიების მსოფლიო კონგრესის ერთ-ერთი მთავარი თემა 5G იქნება

მობილური ტექნოლოგიების მსოფლიო კონგრესი ყველაზე დიდი და გავლენიანი მოვლენაა ინდუსტრიაში — აქ იკრიბებიან გლობალური მობილური ოპერატორები, მოწყობილობების მწარმოებლები, ტექნოლოგიების პროვაიდერები, გამყიდველები, კონტენტ კრეატორები ან უბრალოდ ადამიანები, ვისაც ტექნოლოგიის მომავალი აინტერესებს. ეს არის სივრცე, სადაც ტოპ გლობალური კომპანიების წარმომადგენლები ინოვაციურ განვითარებაზე ერთობლივად იწყებენ ზრუნვას.

როგორც ცნობილია, წლევანდელ კონგრესზე ერთ-ერთი წამყვანი თემა 5G იქნება, როგორც მოწინავე ტექნოლოგია კავშირის დამყარების სფეროში. ვინაიდან ახლა მისი ხელოვნურ ინტელექტთან ინტეგრაციაც იგეგმება, მომავალი სმარტფონებიც მეტად განვითარებული იქნება. ეს იქნება ახალი შესაძლებლობების დასაწყისი, რაც ადამიანების მოწყობილობებთან ინტერაქციის ფორმასაც შეცვლის.

აქვე განმარტავენ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური ინვესტიციები ქსელის განახლებას შეეხება. ამჟამად პროვაიდერებმა უნდა განიხილონ, როგორ შეიძლება განვითარებადი ინსტრუმენტების საუკეთესოდ გამოყენება — მათ შორის ხელოვნური ინტელექტისა და მანქანათმცოდნეობის. რეალურად, 5G-ის და შემდგომში 6G-ის განვითარება ახალი აპლიკაციების თუ ვებ 3.0 ტექნოლოგიების სპექტრს დაუდებს სათავეს.

NB-AI — ნაციონალურმა საკალათბურთო ასოციაციამ AI მოდელი შექმნა

copywriting VS copyright და სხვა უცნაურობები – ინტერვიუ გიორგი ქუცა რუხაძესთან