in

„მწვერვალი“ – ხის ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოები – ქართველი ფილოლოგის სტარტაპი

Startauperi
Startauperi

„მწვერვალი“- Summit ხის სათამაშოების სტარტაპია, რომლის ავტორიც 41 წლის, პროფესიით ფილოლოგი, თინიკო დათუკიშვილია. „ვმუშაობდი ერთ-ერთ კომპანიაში, სათამაშოების განყოფილებაში და შემოდიოდა სულ ჩინური პროდუქცია, რომლებიდანაც ძალიან ბევრი იყო ბრაკი და არ მომწონდა ხარისხიც. მიყვარს ჩხირკედელაობა, თან მერე სამსახურიდანაც წამოვედი და ვიფიქრე, რატომ არ შეიძლება, გავაკეთო ქართული, ხარისხიანი სათამაშოები?!“ – თინიკო დათუკიშვილი მარკეტერს ესაუბრა პროდუქტის უსაფრთხოებაზე, რეალიზაციის არხებსა და  ბაზარზე უპირატესობაზე:

M: საჭირო პროდუქცია საიდან შემოგაქვთ და ვინ უზრუნველყოფს სათამაშოებზე მუშაობის ტექნიკურ მხარეს?
ჩვენი პროდუქცია, ძირითადად, ხელით კეთდება. ფიცრებს ვყიდულობ იმის მიხედვით, როგორი სისქეც გვჭირდება და ამას უკვე ვამუშავებ ხერხით, ვიყენებ ე.წ. შკურკასაც. ზოგი საჭირო ინვენტარი კრეატიულად მოვიფიქრეთ, ხერხს დავუყენეთ და უფრო სწრაფი გავხადეთ სამუშაო პროცესი. აბსოლუტურად მარტო ვმუშაობდი თავიდან, მერე ახლობელი გოგო ჩავრთე, რომელიც მეხმარება „გაშკურკვასა“ და ღებვაში. რაც შეეხება საღებავებს, პოლონეთიდან ჩამოაქვთ და აქ ვყიდულობთ. საღებავი არის ეკოლოგიურად სუფთა და ამის დამადასტურებელი სერტიფიკატიც გვაქვს, რომ თოთო ბავშვებისთვისაც კი უსაფრთხოა ამ მასალით შეღებილი სათამაშოს გამოყენება.
M: სახელი თქვენს საქმიანობასთან რა კავშირშია?
ზოგადად, მთები მიყვარს ძალიან და მეორეც, ნამდვილად მინდა მწვერვალზე ასვლა – საქართველოში კარგი საქმის კეთება. სათამაშოებთან არაფერ კავშირშია ეს სახელი, მაგრამ რადგანაც მინდა, რომ მხოლოდ სათამაშოების კეთებით არ შემოვიფარგლო  და მარტო ხეზე არ ვიმუშაო, ეს სახელიც იმიტომ შევარჩიე, ბევრი რამ მაქვს გეგმაში. M: რა სტილის სათამაშოებს აკეთებთ და სად ხდება თქვენი პროდუქტის რეალიზება?
აბსოლუტურად ყველაფერი მინდა, მოვიცვა: შემეცნებითი სათამაშოებიც არის, გეომეტრიული ფიგურებიც, ნახატებიც გვაქვს – სასაჩუქრე კედლის სურათები, მანქანები, ანბანი. ვცდილობთ, ყველა ასაკისთვის შესაფერისი პროდუქტი შევთავაზოთ მომხმარებელს. როდესაც პირადი შეკვეთაა, ამ შემთხვევაში, ადგილზე მიგვაქვს პროდუქცია, თბილისის მასშტაბით, უფასოდ და ისე, ჩვენი სათამაშოების შეძენა შესაძლებელია წიგნების მაღაზიაში „ლიბრა“ – ს. ცინცაძის #12.

M: როგორ ფიქრობთ, რა არის თქვენი მთავარი უპირატესობა არსებულ ბაზარზე?
ბაზარზე, ამჟამად, კეთდება ფაზლები და კუბიკები ფანერაზე, რომელიც ლაზერით  იჭრება. ხელით რომ ვინმე აკეთებდეს ხის სათამაშოებს და თითოეულ დეტალს ასე აქცევდეს ყურადღებას, არ ვიცი. შესაბამისად, ეს არის ჩვენი უპირატესობა.

პირველადი დახმარების სასიცოცხლო მნიშვნელობა – კანადური წითელი ჯვრის ემოციური ვიდეორგოლი

სასტუმრო სპუტნიკის საიმიჯო რეკლამა