6
Sep
2019

თქვენს მაუსზე 90%-ით სწრაფი – MX Master 3

6 Sep 2019

veon
veon


ამერიკულმა კომპიუტერის აქსესუარების მწარმოებელმა კომპანია Logitech მაუსის ახალი ვერსია – MX Master 3 გამოუშვა. უკაბელო მაუსს USB-C დამუხტვის ფუნქცია აქვს, ასევე, იყენებს სქროლვის ახალ ტექნოლოგიას, რომელიც წინამორბედებთან შედარებით, 90%-ით სწრაფია, 8%-ით უფრო ზუსტად მუშაობს და თითქმის სრულიად ჩუმია.

მას აქვს მაღალი აკურატულობის (4,000 DPI) სენსორი, რომელიც კომპანიის Darkfield ტექნოლოგიას იყენებს, რაც შესაძლებელს ხდის მაუსის ეფექტურ მუშაობას, ნებისმიერ ზედაპირზე. მაუსის შიგნით ჩაშენებული ელემენტი, სრული დამუხტვის შემდეგ, 70 დღე ძლებს, ახალი USB-C სწრაფი დატენვის ფუნქციის მეშვეობით კი, შეგიძლიათ ის 3 წუთიანი დამუხტვით, მთელი დღის სამყოფი ენერგიით მოამარაგოთ.

MX Master 3-ს აქვს ხელის ამოცნობის ტექნოლოგიაც და მოდელის ფასი 100 დოლარია.

განხილვა