ინდურმა სააგენტო J. Walter Thompson–მა Pepsi Mini–ის სარეკლამო კონცეფცია ტრილოგიად წარმოგვიდგინა. არასტანდარტული მოკლემეტრაჟიანი ვიდეორგოლები, ერთი გავლენიანი პირის ამბავზეა აგებული. სერიები გაკვეთილის სახითაა გადმოცემული. პირველს “პატიოსნება” დარქვეს. სიმართლეს სიცოცხლის შენარჩუნებაც კი შეუძლია, ხოლო პეპსის მაგალითზე მოგვიწოდებენ, არ შევაფასოთ რაიმეს ზომის მიხედვით. რა თქმა უნდა, პეპსი ნებისმიერ შეფუთვაში მაინც პეპსია.
მეორე სერია ანუ მეორე გაკვეთილი – ერთგულებაზეა. მთავარი გმირი უცნაური და შეიძლება სასტიკიც მოგეჩვენებათ, მაგრამ ერთგულებას უსაზღვროდ აფასებს. აქ კომპანიის კონცეფციაა გადმოცემული, რომ Pepsi–ის ერთგულ მომხმარებელს პერიოდულად სხვადასხვა სურპრიზები ელის.
ტრილოგიის დასასრულს – ცეკვა დაარქვეს. Pepsi სიამოვნებასთან, გართობასთან და მხიარულებასთან ასოცირდება.