in

შესაძლოა, მხიარულ და სევდიან მუსიკას ყველა ერთნაირად არ აღიქვამდეს

ამჯერად მკვლევრები ვარაუდობენ, რომ ჩვენს აუდიტორიაში ზოგიერთი ისეთი ადამიანიც შეიძლება არსებობდეს, რომელიც ბგერებს ემოციურად არ თვლის… ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ ჩვენ მუსიკას მხიარულად ან მოსაწყენად მხოლოდ დომინანტური მუსიკალური კულტურების გლობალური გავლენის ისტორიის წყალობით მივიჩნევთ. 

M2
M2

პოპ მუსიკიდან დაწყებული ჰოლივუდურ ხმებამდე ჰარმონიები და მელოდიები უფრო ამაღლებულ და ხალისიან განწყობას გვიქმნის. თუ მისი ნოტები ან აკორდები პროგრესირებს ისე, როგორც მაჟორი. ხოლო მელოდია, რომელიც უფრო ნელა ვითარდება და მეტად სევდიანიცაა მინორი ეწოდება. დიახ, ამას ფილმებში ემოციური სცენებისას ხშირად მოისმენთ… 

დასავლურ სამყაროში კი მაჟორსა და დადებით განწყობებს შორის აშკარად მჭიდრო კავშირი არსებობს, რაც იმის ვარაუდის საშუალებას გვაძლევს, რომ რაღაც ფუნდამენტურად ბიოლოგიური ხდება… თუმცა ამ კავშირის წარმოშობის მიზეზი დიდი საიდუმლოა. ზოგი ამას მინორის ტონალობის დისონანსთან აკავშირებს, ზოგიც კი ნაწარმოებში ბგერების საშუალო მაჩვენებელზე საუბრობს…

ამ ჰიპოთეზებიდან რომელიმე მართალი რომ ყოფილიყო, მუსიკის ემოციები უნივერსალური გამოცდილება იქნებოდა. თუმცა კვლევა არაერთგვაროვან შედეგებს იძლევა — კითხვაზე: აღწევდა თუ არა მელოდიები ჩვენს გულში თანაბრად? პასუხის გასაცემად პაპუა-ახალი გვინეის შორეულ რეგიონებში იმ მუსიკალური ჩანაწერებით წავიდნენ, რომლებიც როგორც მინორების, ისე მაჟორებისგან შედგებოდა. 

კვლევაში მონაწილეობისთვის კი 170 მოზარდს ფული გადაუხადეს და მუსიკის ფრაგმენტები მოასმენინეს, რომლებიც ხმის ხარისხით, კადენციით, რეჟიმებითა თუ ტემბრით განსხვავდებოდა. მონაწილეებს ორი ნიმუშისთვის უნდა მოესმინათ და შემდეგ მკვლევრებისთვის ეთქვათ, აგრძნობინებდა თუ არა ეს მათ ბედნიერებას. 

არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ მათ Spotify-ზე წვდომა ნაკლებად აქვთ… ერთადერთი გავლენა, რაც ჰქონდათ ლუთერანული მისიონერების გალობები იყო. ეკლესიებზე განსხვავებული წვდომით, დასავლური მუსიკალური ტრადიციების პრაქტიკულად პირდაპირი ზემოქმედების არქონითა და სხვადასხვა ტიპის მუსიკასთან დაკავშირებული განსხვავებული ჩვეულებებით, ეს მოსახლეობა მკვლევრებს უნიკალურ შესაძლებლობას უქმნიდა იმისათვის, რომ შეემოწმებინათ, ჰქონდათ თუ არა მათ მუსიკის მოსმენისას განსხვავებული ემოციები.

ანალოგიური კვლევა ავსტრალიასა და სიდნეიში ხმაგაუმტარ ოთახშიც ჩაატარეს, 79 მოხალისიდან პრაქტიკულად ყველა დასავლური მუსიკის რეგულარული მსმენელი, ერთი კი არაბული მუსიკის მოყვარული იყო. შედეგები მტკიცედ მიუთითებდა, რომ საშუალო სიმაღლის მუსიკაზე თვითგადმოცემულ ემოციურ პასუხებს დასავლურ მუსიკასთან უფრო მეტი საერთო ჰქონდა, ვიდრე რაღაც უნივერსალურთან.

მეცნიერები ურუვას სოფლის მაცხოვრებლებთა შეზღუდვებზე დაყრდნობით იმასაც ვარაუდობენ, რომ მუსიკალური ნაწარმოების ბოლო რამდენიმე აკორდის მიერ წარმოქმნილ ემოციებს კულტურული წარმოშობა არ აქვს…

თუმცა კვლევის ყველა შედეგი ერთად რომ ავიღოთ, ვერ ვიპოვით იმ პასუხს, რომ მაჟორულ აკორდებზე ჩვენი ბედნიერების საერთო პასუხი ჩვენივე ბიოლოგიაში იმალება… ამიტომ, როგორ ასოცირდება კონკრეტული მუსიკალური ტრადიციები ემოციურ ენასთან, ეს კითხვა ჯერ კიდევ პასუხის გაცემას საჭიროებს. 

დიახ, ჩვენ მუსიკას უფრო მეტი თუ არა, უკვე ათასობით წელია, რაც ვუკრავთ ან ვუსმენთ, იქნება ეს ქორწილები, დაკრძალვები, უბრალოდ ამბის მოყოლა თუ ფიქრი. ეს კი მის კულტურული ფონისგან განცალკევებას კიდევ უფრო ართულებს. თანაც, კულტურის განვითარებასთან ერთად მუსიკაც ვითარდება.

„ტრანსფორმირდი ან შეწყვიტე არსებობა!“ — შეხვედრა ციფრული ტრანსფორმაციით დაინტერესებულთათვის

კოსმოსში ალკოჰოლის ყველაზე დიდი მოლეკულა აღმოაჩინეს