in

როგორ მოვხვდეთ Cadbury-ის კლასიკურ პოსტერებზე?

Cadbury თაყვანისმცემლებს, თანამედროვე ტექნოლოგიის გამოყენებით, წარსულში ტკბილ მოგზაურობას სთავაზობს. კომპანიას კი მართლაც შთამბეჭდავი, 200-წლიანი ისტორია აქვს. My Cadbury Era არის ინსტრუმენტი, რომელიც შოკოლადის მოყვარულებს საშუალებას აძლევს Cadbury-ის კლასიკური პოსტერების ვარსკვლავები გახდნენ.

My Cadbury Era შექმნილია სააგენტო Bernadette-ის მიერ და ის იყენებს გენერაციულ ხელოვნურ ინტელექტს პოსტერების შესაქმნელად. ვიზიტორებმა უნდა ატვირთონ სელფი, უამრავი სხვადასხვა სტილიდან ერთ-ერთი აირჩიონ და ხელოვნური ინტელექტი კი ვინტაჟურ გამოსახულებებს დააგენერირებს.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, ეს მეტია, ვიდრე ნოსტალგია. საიტი მიზნად ისახავს განავითაროს მრავალფეროვნების განცდა და ამისთვის გულშემატკივრებს პოსტერების პერსონალიზაციის მრავალ ვარიანტსაც სთავაზობს.

საქართველო ფორმაშია ოლიმპიურ თამაშებზე! – საქართველოს ბანკის ვიდეორგოლი

Photoshop-სა და Illustrator-ს ახალი ფუნქციები ემატება