in

MY.GE-ის ამბავი უშუქობიდან ყველაზე საჭირო ადგილამდე ქართულ ინტერნეტში

MY.GE-ის ისტორია, რომელმაც შექმნა ყველაზე საშენო საიტები ქართულ ინტერნეტში რთულ და წარმოუდგენელ პირობებში დაიწყო. 2002 წელს, როცა ელექტროერგიასთან წვდომის პრობლემა იყო, შეიქმნა პირველი ქართული E-Commerce პლატფორმა. დღეს MY.GE, 2.2 მილიონი ვიზიტორით ყოველთვიურად,  ყველაზე საჭირო ადგილია ქართულ ინტერნეტში, რომელიც 8 ვებგვერდს აერთიანებს: Mymarket, Myauto, Myhome, Myparts, Myshop, Myads, Myjobs და Mysports.

BOG
BOG

 

[fbvideo link=”https://www.facebook.com/www.My.Ge/videos/476620463215522/” width=”720″ height=”405″ onlyvideo=”1″]

 

როგორც კახა და ლაშა გიგიტელაშვილები ყვებიან, თავიდან არავის სჯეროდა მათი იდეის წარმატების, მაგრამ თავისი და სხვების ცხოვრების გამარტივების შთაგონებით შექმნეს MY.GE, რომელმაც შეცვალა მომხმარებლის ქცევა არაერთ ინდუსტრიაში.

დასაწყისი

ლაშა: ჩვენი პირველი ოჯახური ბიზნესი მობილურების მაღაზია იყო. ამის გამო, მახსოვს, ნაცნობები ხშირად მაჩერებდნენ და მეკითხებოდნენ ტელეფონების ფასსა და მონაცემებს. ფაქტობრივად, ვასრულებდი გუგლის მოვალეობას. კითხვებით დაღლილმა, 2002-ში გადავწყვიტე ვებგვერდის გაკეთება – 1 კვირაში გავარჩიე ვებტექნოლოგიები და დავიწყე MYMOBILE.GE-ს აწყობა.

კახა: თავიდან ვერავის წარმოედგინა, რომ შეიძლებოდა ამას რამე შედეგი გამოეღო. 2002 წელს, ჯერ კიდევ, რთული იყო ჩვენთან ინტერნეტით სარგებლობა. მახსოვს, მესამე კურსზე ვიყავი, როდესაც ბიზნესგეგმა მოვამზადე MYMOBILE-ის შესახებ. მაშინდელმა ლექტორმა ეს ყველაფერი იუმორით აღიქვა. 1 წამითაც არ დაუშვია, რომ გაამართლებდა.

პირველი მომხმარებელი

ლაშა: მახსოვს „ონლიან“ პირველი მობილური 2002-შივე გავყიდეთ და მე თვითონ ვიყავი კურიერი. ალბათ, ეს იყო საქართველოს ისტორიაში პირველი „ონლაინ“ გაყიდული ნივთი. პირველი სარეკლამო ბანერიც მაშინ გაიყიდა 300 დოლარად.

MYMARKET

ლაშა: ახალ მობილურებთან ერთად, მოთხოვნიდან გამომდინარე, MYMOBILE-ზე  დავამატეთ მეორადი ტელეფონები. ზუსტად აქედან გაჩნდა MYMARKET-ის შექმნის იდეა. დღეს MYMARKET-ს 900,000 უნიკალური მომხმარებელი სტუმრობს და 110 000-მდე ნივთი თუ მომსახურებაა განთავსებული.

MYAUTO

ლაშა: MYAUTO-ს შექმნის შთაგონებაც პირადი გამოცდილება იყო. ზაფხულში მანქანის შეძენა მინდოდა, გაუსაძლისი სიცხის გამო, შერჩევის პროცესი არაკომფორტული იყო, ამასთანავე, ძალიან დიდ დროს მოითხოვდა. მაშინ გავიფიქრეთ, რა კარგი იქნებოდა ყოფილიყო ვებგვერდი, სადაც ავტომობილებს სახლიდან გაუსვლელად შეარჩევდი. ამ შემართებით შევქმენით ავტომობილების პორტალი, შერჩევისა და შესყიდვის პროცესი რომ გაგვემარტივებინა.

ქართველი ხალხი ნამდვილად იმსახურებდა ავტოპორტალს.

კახა: თავიდან, ავტომობილის მფლობელებს არ უნდოდათ ჩვენთან თანამშრომლობა. ჩვენვე გვიწევდა სურათების გადაღება. მერე ბაზრობაზე მომუშავე, ხაჭაპურის გამყიდველ გოგონას შევთავაზეთ გადაღებაში დაგვხმარებოდა. გადაღებულ მასალას შაბათ-კვირას ჩვენი კომპიუტერიდან  ვტვირთავდით. ნელ-ნელა ხალხმა დაიწყო ფოტოების გადაღება და საიტზე განთავსება. უკვე თვითონ ქმნიდნენ კონტენტს MYAUTO – სთვის. დღეს MYAUTO-ს 1 200 000 მომხმარებელი ჰყავს და 300 000 ახალი განცხადება იდება.

MYHOME

კახა: MYHOME-იც მსგავსი შემართებით ავაწყვეთ. გვინდოდა, შეგვექმნა ახალი გამოცდილება უძრავი ქონების ბაზარზე, რაც, ვფიქრობთ, გამოგვივიდა თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ MYHOME-ს ყოველთვიურად ნახევარი მილიონი ვიზიტორი ჰყავს და 140 000-მდე უძრავი ქონების განცხადების ნახვაა შესაძლებელი.

ხედვა

ლაშა: მიუხედავად იმისა, რომ დასაწყისში ბევრი სკეპტიკურად უყურებდა ჩვენს წამოწყებას, ორივეს გვჯეროდა, რომ კარგ საქმეს ვაკეთებდით და ჩვენ გავუმარტივებდით  ცხოვრებას ჩვენნაირ ხალხს. ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღების პროცესში არასდროს გვიხელმძღვანელია კომერციული ინტერესით, ყოველთვის ვფიქრობდით, როგორ შეგვეძლო მომხმარებლებისათვის მეტი კომფორტის შექმნა.

პასუხისმგებლობა

ლაშა: ჩვენი ყველაზე დიდი ძალა ჩვენი მომხმარებელია, ყოველთვიურად 2.2 მილიონზე მეტი ადამიანი სტუმრობს MY.GE-ს და ქმნის ჩვენი პლატფორმების კონტენტს. ძალიან გვეამაყება, რომ მომხმარებელი გვენდობა. ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ მათი 85% მზადაა, რეკომენდაცია გაუწიოს MY.GE-ს  ვებგვერდებს. ეს ყველაზე დიდი ჯილდო და პასუხისმგებლობაა ჩვენთვის.

გეგმები

კახა: ამ ეტაპზე, MY.GE-ში მიმდინარეობს რებრენდინგის პროცესი და ბრენდ პლატფორმის განახლება.

ლაშა: ჩვენ ყოველთვის ვცდილობდით და ვცდილობთ, არ ჩამოვრჩეთ მსოფლიო ტრენდს და დავნერგოთ მოწინავე ტექნოლოგიები სერვისებში. ამჟამად ვმუშაობთ მონაცემთა დამუშავებაზე და ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაციაზე.

დარწმუნებული ვარ, MY.GE ყოველთვის იქნება ადგილი, სადაც კომფორტულად და მარტივად ნახავ საშენოს.

პარტნიორის კონტენტი

ცვლილება გუნდური თამაშია! – Adidas კამპანიით Superstar-ის 50 წელს აღნიშნავს

აშშ-ში, კორონავირუსით დაავადებულ პაციენტს რობოტი უვლის