in

თიბისისა და MY.GE-ს ინიციატივით სტარტაპ მარკეტი იქმნება

„თიბისის პროგრამა „სტარტაპერისა“ და ელექტრონული კომერციის პირველი პლატფორმის MY.GE-ს ინიციატივით, საქართველოში ყველაზე დიდი, „ონლაინ“ სტარტაპ მარკეტი Mystartup.ge  შეიქმნება“.

BOG
BOG

ინიციატივის ფარგლებში, დამწყები ბიზნესის წარმომადგენლები პროდუქციის განთავსებას სპეციალურად სტარტაპერებისთვის შექმნილ „ონლაინ“ სივრცეში შეძლებენ.

სტარტაპერები ელექტრონული კომერციის ყველა იმ სერვისით და უპირატესობით ისარგებლებენ, რაც მათ თავიანთი ბიზნესის განვითარებასა და წარმატებაში დაეხმარება.

ამ თანამშრომლობის ფარგლებში, სტარტაპერები შემდეგი მომსახურებებით ისარგებლებენ.

  • საქართველოში ყველაზე დიდ „ონლაინ“ მარკეტში საკუთარი პროდუქციის განთავსება;
  • გამართული და სტაბილური გაყიდვების არხი, რომელიც მოიცავს საკურიერო მომსახურებას მთელი საქართველოს მასშტაბით;
  • „ონლაინ“ გადახდები და განვადება;
  • კონსულტაცია მარკეტინგულ კომუნიკაციაში;
  • ტრენინგები რეგიონებში მოქმედი სტარტაპერებისთვის და სპეციალურად მათთვის დაგეგმილი აქტივობები;
  • დამატებითი ფინანსური რესურსების მოსაზიდად, სპეციალურად ინვესტორებისთვის შექმნილ გვერდზე სტარტაპერების შესახებ ინფორმაციის განთავსება;
  • ბრენდირებული ვებგვერდი, პრაქტიკულად, ნულოვანი დანახარჯებით“.
  • ახალი, „ონლაინ“ სტარტაპ მარკეტი აპრილში ამოქმედდება, სტარტაპერები კი Mystartup.ge-ზე დარეგისტრირებას თებერვლიდან შეძლებენ.

პროექტი, 6 თებერვალს, სპეციალურად პრეზენტაციაზე წარადგინეს, სადაც MY.GE-ს და პროგრამა „სტარტაპერის“ წარმომადგენლებმა სიახლის შესახებ ინფორმაცია სტარტაპერებს გაუზიარეს.

Mystartup.ge-ს შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია მათსავე ვებგვერდზე.

„საქართველოში პირველი ელექტრონული კომერციის პლატფორმა MY.GE 2002 წელს შეიქმნა და მას ყოველთვიურად 2.2 მილიონი ვიზიტორი ჰყავს. MY.GE ამ ეტაპზე 8 ვებ-გვერდს აერთიანებს: Mymarket, Myauto, Myhome.Myparts, Myshop, Myads, Myjobs, Mysports. თიბისის პროგრამა „სტარტაპერის“ მიზანი სტარტაპების განვითარების ხელშეწყობა და ახალი ბიზნესის წამოწყების სტიმულირებაა. პროგრამა მოიცავს სტარტაპერებისთვის ფინანსურ და არაფინანსურ მხარდაჭერას“.

[R]

მომავლის სამსახურები: 7 სხვადასხვა სფეროს 93 მიმართულება

მზის ენერგიაზე მომუშავე დრონები სტრატოსფეროში – ინტერნეტის მიწოდების ახალი გზა