in

„ჩემი ზაფხული აქ არის“ – MY.GE & Visa-ს კოლაბორაციით შექმნილი ახალი კამპანია გაეშვა

„ჩემი ზაფხული აქ არის“ MY.GE & Visa-ს კოლაბორაციით შექმნილი ახალი კამპანიაა, რომელიც 2021 წლის ზაფხულში, აგიხდენს შორეულ ოცნებებს აქ.ახლა საქართველოში და შენს ზაფხულს თავბრუდამხვევ თავგადასავლად აქცევს.

ბიუჯეტური საერთაშორისო ავიახაზების განვითარებასთან ერთად და დასავლეთთან ინტეგრაციის შედეგად, ჩვენ მოგვეცა შესაძლებლობა, ბოლო წლების განმავლობაში, აქტიურად გვემოგზაურა საზღვარგარეთ და გაგვეცნო ახალი კულტურები. თუმცა უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში, ეს ყველაფერი გართულდა და დავიწყეთ ჩვენი ქვეყნის აღმოჩენა. ცხადი გახდა,  ის ყველაფერი რასაც შორეულ მხარეებში ვეძებდით და გვაბედნიერებდა, ჩვენსავე სამშობლოში გვქონია. ამაში თვალნათლივ ჩვენ დაგარწმუნებთ.

Mytravel, კამპანიის ფარგლებში, ქმნის საქართველოს ახალ ციფრული იდენტობას, რომელიც საფოსტო მარკებად და სტიკერებად იქცა, რომელიც FB თუ IG სთორებში და პოსტებში შენს ციფრულ სივრცეს გაალამაზებს. ხოლო, მარკებს მიიღებს თითოეული მომხმარებელი, რომელიც აგვისტოს განმავლობაში, დაჯავშნის სახლს, თუ სასტუმროს.

ასევე, შემოგთავაზებთ სტატიებს ციკლს, რომელიც დაგეხმარება სასურველი ლოკაციის შერჩევაში, ზუსტი ადგილმდებარეობის თუ გზების მოძებნაში და მოგცემს ლოკაციასთან დაკავშირებულ ყველა საჭირო რეკომენდაციას.

Mytravel-ზე, ინტეგრირებულია ხელოვნური ინტელექტის მოდული, რომელიც შეგიძლია შენს ციფრულ წინამძღოლად აქციო. თუ გაქვს საოცნებო ადგილი დედამიწის რომელიმე წერტილში, AI დაამუშავებს მონაცემებს და ანალიზის საფუძველზე, გაპოვნინებს მის ანალოგს აქვე, საქართველოში. ასევე,  შეგიძლია, ბედს მიენდო და შემთხვევითობის პრინციპით მიიღო რეკომენდაცია ჩვენი ჭკვიანი რობოტისგან.

„საქართველოში აქტიურად ვმოგზაურობ მოტოციკლით, რა დროსაც ხშირად მიფიქრია, რომ დედამიწის ეს პატარა რეგიონი, მთელი გარემომცველი სამყაროს მრავალფეროვნებას მოიცავს. აქ ყველაფერს იპოვი, რასაც შეიძლება სხვა ქვეყნებში ეძებდე. ამიტომ გადავწყვიტეთ, შეგვექმნა კამპანია, რომელიც ასახავდა ამ იდეას, თითოეულ ადამიანს შეუძლია იპოვოს საქართველოში შორეული ოცნება და აქვე აიხდინოს ის“, – ამბობს მურთაზ ფუტკარაძე, MY.GE-ს მარკეტინგის ხელმძღვანელი. 

გასულ წელს, რთული 2020-ის  დასაძლევად, Myhome-მა Visa-სთან ერთად, შექმნა კამპანია – „შენი ზაფხული აქ არის“, რომელმაც  გაიმარჯვა ტურიზმის ეროვნულ დაჯილდოებაზე კატეგორიაში THE BEST PR CAMPAIGN FOR SUPPORTING DOMESTIC TOURISM. საქართველოს დამალული მარგალიტების შესახებ ვუამბეთ 2 მილიონამდე ადამიანს, ხოლო, მოთხოვნა ტურისტულ ქონებაზე 35%-ით გაიზარდა, ზაფხულის განმავლობაში.

„მოხარულები ვართ Mytravel-თან ერთად, ახალი პროექტის დაწყებით. კამპანიის ფარგლებში, ჩავუშვით მომხმარებელზე ორიენტირებული, მოსახერხებელი პლატფორმა მათთვის, ვისაც უყვარს მოგზაურობა, თუმცა ამ ყველაფრის დაგეგმვა მისთვის სირთულეებს უკავშირდება. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებას საქართველოში, შევუქმნათ მომხმარებელს უნიკალური გამოცდილება ვებგვერდზე უძრავი ქონების მოძებნა-დაჯავშნისას და Visa ბარათით გადახდისას, სპეციალური პირობების მიღებით. პლატფორმა ხელმისაწვდომია, როგორც საქართველოს მოქალაქეებისთვის, ისე ტურისტებისთვის, რათა აღმოაჩინონ დღემდე შეუცნობელი საქართველო, დედამიწის ის უმცირესი ნაწილი, მთელი სამყაროს სიმდიდრეს რომ აერთიანებს. ” აღნიშნა დიანა კიღურაძემ, Visa-ს რეგიონულმა მენეჯერმა კავკასიის რეგიონში.

MY.GE-სთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო ტურისტული ბიზნესების მხარდაჭერა. ამიტომ,  2020-ის მსგავსად, დავუმეგობრდით Visa-ს. ამ წელს კიდევ უფრო დიდი გეგმები გვაქვს და მრავალ სიახლეს შემოგთავაზებთ. Visa ბარათით გადახდისას კი მიიღებთ 30%-იან ფასდაკლებას, მაქსიმუმ, 150₾-ის ოდენობით და სასიამოვნო, მოულოდნელ საჩუქრებს.

 

[პარტნიორის კონტენტი]

მუშაობის ჰიბრიდულმა მოდელმა რომ გაამართლოს, ჯერ თანამშრომლებს ჰკითხეთ აზრი

„აჭარაბეთ არენა“ უკვე ბათუმის ახალი სტადიონის ოფიციალური სახელწოდებაა